საქართველო
"იცის, რომ მომავალ კვირაში ედება სანქციები"- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი
25 ოქტომბერი, 13:37
"ფედერალისტების" თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე პირის სახლსა და ორგანიზაციაში ჩატარებულ ჩხრეკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"ვუყურე გუშინ ქოცების პროპაგანდას ფინანსურის რეიდებზე.
ამერიკელების დაკავშირება უნდათ ევროპელების მძარცველებთან და არჩევნების შემდეგ ამით მანიპულირება.
ამიტომ მიათრიეს ყურით ერთმანეთთან ატლანტიკური საბჭო, მათი დამქირავებელი კომპანია და ასევე მეორე კომპანია, რომელიც საინვესტიციო ფონდის (ანუ მთავრობის) მიერაა შემოყვანილი და რომელიც ოფისს ქირაობს კეზერაშვილის შენობაში, და მიაწებეს ერთმანეთს.
ამერიკის ხაზინის სანქციებს უკავშირდება ეს კონვულსიები. ივანიშვილმა იცის, რომ მომავალ კვირაში რეალურად ედება სანქციები და პოსტ საარჩევნო პროპაგანდისთვის სჭრდებათ.
სხვა აზრი ვერ გამოვიტანე."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე პირის სახლსა და ორგანიზაციაში ჩხრეკა ჩაატარა, მათ შორის არის ამერიკულ კომპანია "Concentrix Georgia" და "Atlantic Council"-ი, სწორედ ამ ამერიკული კვლევითი ცენტრის ორი თანამშრომლის, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩატარდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩხრეკა.