ქვეყნის პირველი პირების ყველაზე სკანდალური და ცნობილი საყვარლები.
2012, 22 ოქტომბერი, 20:01
გთავაზობთ ბოლო 100 წლეულის ყველაზე სკანდალურ და გავლენიან საყვარლების სიას.მერლინ მონრო-დღესაც ამ ქალბატონის ურთიერთობა პრეზიდენტ ჯონ კენედისთან იდუმალებით არის მოცული, მაგრამ ისინი რომ ნამდვილად საყვარლები იყვნენ უკვე FBI-ის თანამშრომლებმაც დაადასტურეს. ინესა არმანდი-"ყველაზე რევოლუციური საყვარელი", მან ლენინი პარიზში გაიცნო (სხვათა შორის კრუპსკაიას თვალწინ)და მისი საყვარელი იყო სიცოცხლის ბოლომდე.(იგი ქოლერით დაიღუპა.) სილვია კრისტელი-ლეგენდარული "ემანუელის" მთავარი როლის შემსრულებელი(იგი ახლახან გარდაიცვალა) საფრანგეთის პრეზიდენტის ჟისკარ დესტენის ოფიციალური საყვარელი იყო.ისინი არც მალავდნენ ურთიერთობას, ზოგჯერ ოფიციალურ მიღებებზეც ერთად იყვნენ. ან პენჟო-საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის საყვარელი, რომელმაც მისგან ქალიშვილიც გააჩინა(სურათზე:დედა-შვილი შირაკის დაკრძალვაზე.)ჟაკ შირაკმა არა მარტო მიატოვა ისინი, არამედ მისი ქალიშვილი უბინაოდაც დატოვა. ბლანშ დაპულჟე-ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ბობ ჰოუკის საყვარელი.მწერალის და პოლიტიკოსის რომანი დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდა. მონიკა ლევინსკი-პრეზიდენტ ბილ კლინტონის ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი საყვარელი, მისი სახელი ნებისმიერმა ამერიკელმა იცის. ედვინა კარი-ჯანმრთელობის მინისტრის და პრემიერ-მინისტრ ჯონ მეიჯორის რომანის ამბავი გვიან გასკდა, როდესაც ედვინამ The Times -ში გამოაქვეყნა მოგონებები და აღიარა, რომ საყვარლები იყვნენ.