x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138392
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
1 წლის ძაღლი, ან კატა, უკვე "თინეიჯერია" – გაიგეთ თქვენი შინაური ცხოველის ასაკი, ადამიანის ასაკთან შეფარდებით

image


ფისომოყვარულები ხშირად ამბობენ, რომ კატები ბავშვებივით არიან – ისინი ისევე სწრაფად იზრდებიანო. ამიტომ, კატის შეძენისას, ყველა ცდილობს, ასაკით პატარა კნუტი აიყვანოს, რადგან რაც უფრო დიდია კატა, მით უფრო გაუჭირდება ახალ პატრონთან შეჩვევა. კატის აყვანის ოპტიმალური ასაკი 8-14 კვირაა. თუმცა, შინაური ცხოველის შერჩევისას, * მხოლოდ ასაკის გათვალისწინება საკმარისი არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში ბავშვები არიან.

ახალშობილი კნუტი, საშუალოდ, 80-125 გრ. იწონის. ხოლო ერთი კვირის შემდეგ, მისი წონა ორმაგდება. ერთი წლის კატის მასა, ჯიშის მიხედვით, 30-50-ჯერ იზრდება. ამ ასაკის კატა, ადამიანის ასაკთან შეფარდებით, უკვე 15 წლის თინეიჯერია. დანარჩენი ასაკი, თვეების და წლების მიხედვით, ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილშია მოცემული:


image


რაც შეეხება ძაღლს, მისი შეფარდებითი ასაკი, ასევე ცხრილის სახით არის: image


* ადრე თუ გვიან, ნებისმიერი დედა გაიგებს შვილისგან ფრაზას: «დედა, მოდი რა, კატა ან ძაღლი ვიყიდოთ!» (დედა იმიტომ, რომ მამა ყოველთვის თანახმაა). ასეთი თხოვნა ძალიან აბნევს მშობლებს და ჩნდება კითხვები: ღირს თუ არა სახლში ცხოველის მოყვანა? რთული იქნება მისი მოვლა? შეიძლება, რომ შინაური ცხოველი ბავშვისთვისა საფრთხეს შეიცავდეს?

ცოტამ თუ იცის, რომ შინაურ ცხოველებს შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ მშობლებს ბავშვის აღზრდაში. გარდა ამისა, ის ბავშვისთვის შეიძლება ყველაზე პირველი, საუკეთესო და ერთგული მეგობარი გახდეს, რომელიც ამავდროულად, მისი ნიჭის და უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს შეუწყობს. შინაური ცხოველები ყველაზე უკეთესად გრძნობენ ბავშვის სურვილებს და ამის გამო, ბავშვებიც უკეთესად გრძნობენ თავს მათ გარემოცვაში. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* შერონ სტოუნი რომ არა, შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიო მსახიობი არ ყოფილიყო

* რა უნდა ვიცოდეთ, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივი დროით შევინარჩუნოთ? – რჩევები ავიცენასგან

* იყო, თუ არა, ფარული მოლაპარაკება, სტალინსა და ჰიტლერს შორის, ომის დასრულებასთან დაკავშირებით?

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
135
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0