x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას, ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი?"-ზურაბ ქადაგიძე
image

"მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში? - წერს “ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აღნიშნავს, რომ "თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია!"


“მამუკა ხაზარაძე გპირდებათ 1000 ლარიან პენსიას და საშუალო ხელფასის გაორმაგებას. ამ დროს იცით რამდენია მის კუთვნილ TBC ბანკში საშუალო ხელფასი? 850 ლარი. ჰოდა კარგად დაფიქრდით, ეს თაღლითი მევახშე რასაც საკუთარ კომპანიაში არ გააკეთებს, იმას გააკეთებს ქვეყანაში?
P.S. დამნაშავეებისთვის და თაღლითებისთვის ხმის მიცემა დანაშაულია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.



მართლაც რეალურია თუ არა მამუკა ხაზარაძის დანაპირები?


მოდით დავიწყოთ საქართველოს ბიუჯეტით, 2024 წელს მისი რაოდენობა 25 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, საქართველოში ცხოვრობს 838 ათასი პენსიონერი, აქედან მამაკაცია 242, 1 ათასი და ქალი - 596 ათასი, გამოდის თვეში უნდა გაიცეს 838 მილიონი ლარი და წელიწადში 10 მილიარდ 56 მილიონი ლარი, ანუ თითქმის ბიუჯეტის 40% უნდა მოხმარდეს მარტო პენსიონერებს, რაც სრული აბსურდია თუ გავითვალისწინებთ, რომ რესურსენის 30% -8, 6 მილიარდი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზეა მიმართული;3, 6 მილიარდი ლარია გამოყოფილი, ანუ რესურსის 13% - განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე;
რესურსის 10% - 2, 9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად;ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას;გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებს და სხვა.


ფიზიკურად შესაძლებელია პენსიონერებისთვის(და არა მარტო) 1000 და თუ გინდათ 5000 ლარის გადახდა, მაგრამ ეს გამოიწვევს ჰიპერინფლაციას( როცა ბიუჯეტს ზემოთ ბრუნვაში ფულის ჭარბი მასის მიწოდება ხდება)რაც იწვევს ფასების მზარდ მატებას, რა დროსაც 1 ლარის ღირებულების პური 3 და მეტი ლარი შეიძლება გახდეს და აზრი?

და ბიუჯეტის მატება რის ხარჯზე ხდება? ახალი პროექტების, ინვესტიციების ახალი საწამროების დანერგვით და სოფლის მეურნეობის განვითარებით, რაც შესაბამისად პენსიების და ხელფასების მატებას გამოიწვევს.

0
120
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0