x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
„ოპო ტელემედია ისე ბორგავს, თითქოს თვითონ რუსული სისტემით არ მუშაობდნენ“ - ჩერგოლეიშვილი
image

.

უპარტიოდ დარჩენილი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კავკასიის გარდა არცერთი ტელეკომპანია მას სტუდიაში არ იწვევს და საეთერო დროს არ უთმობს. ის ამბობს, რომ ოპო ჟურნალისტებს ხელფასს პოლიტიკოსები უხდიან და შესაბამისად ისინი სტუდიაში იწვევენ და თბილ გარემოს უქმნიან. მისი შეფასებით, ამ ქმედებით ჟურნალისტები მათ ფეხებს ულოკავენ. ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ეზარება, თორემ ამ ფრაზებს თავად ტელევიზიების ოფისებთან ხმამაღლა გამოთქმით გააჟღერებდა.

.

ოპო ტელემედიის ხალხი ისე ბორგავს ოცნების რუსულიდან გადმოკატავებულ რეკლამაზე, თითქოს თვითონ, თავიდან ბოლომდე რუსული სისტემით არ მუშაობდნენ - ვინც აჭმევს, იმათ არ ემსახურებოდნენ.
(ექიმი რომ ჰოსპიტლის დამფინანსებლის ნაცნობებს ემსახურებოდეს და სხვას კლავდეს, "ჩემზე ცუდი თქვაო" - იგივეა, უბრალოდ ამ ხალხს თავისი პროფესიის არსი არ ესმის, ყანაში ისწავლეს, პროფესიული ღირსება არ გააჩნიათ).
თქვენც რუსები ხართ მეგობრებო.
.
რუსულია თქვენი არსებობის წესი.
რუსულია ის, რომ პოლიტიკოსები ხელფასს გირიცხავენ და თქვენ მათ ფულის სანაცვლოდ "აშუქებთ" -
პანიგირიკებს უძღვნით, თავს ევლებით, კონკურენტებს უბლოკავთ ...
(ჩემს თვალში ფეხებს ულოკავთ. დიდწილად ასე გხედავთ ხოლმე ფიქრების ვიზუალიზაციას რომ ვახდენ - გიდევთ რომელიმე გუბაზის ფეხი პირში და ლოღნით).
.
თორემ დასავლელ ჟურნალისტებს აგერ ვხვდები დღეში ხუთს (მათ შორის თქვენს გახრწნილებაზე სალაპარაკოდ) და ყავის ფულს არ მახდევინებენ, რადგან პოლიტიკოსი ვარ - მახსენდებით თქვენ და თქვენ გამო მრცხვენია.
.
(პ.ს. შემიძლია არ დამეზაროს, რომელიმე ოპო ტელევიზიის წინ დავდგე და ეს პოსტი, გუბაზის ფეხის ლოღნიანად, გამოთქმით წავიკითხო - ასობით ათას ნახვას აკრეფს თქვენი თრევა და ნახევარზე მეტი დამლოცავს სიმართლის თქმისთვის მაგრამ ეხა მეზარება - წერს ჩერგოლეიშვილი

.

ხმა მიეცით 41, 36, 5, 4, და პატრიოტთა ალიანსის გარდა ნებისმიერს.

.

,

მთავარი არხი ვიღაც წესიერ ახალგაზრდებს ალაპარაკებს, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება გვინდაო და მეორე ხელით პიროვნების კულტზე დაფუძნებულ ჯოჯოხეთს უმზადებს, სადაც ვინც მათ ბელადს უპირისპირდება, იბლოკება და "ნულდება" ლინკოლნის ცენტრს, ამერიკის კონგრესს და საფრანგეთის პარლამენტს რომ ჭერი ახადოს ????
თქვენ თუ მანდ მუშაობა კომპრომატად არ გექცეთ, აგერ ნახეთ.

.

* * *

„ლელოს“ წევრი, სკოლის დირექტორი ტრანსგენდერის ცემისთვის დააკავეს

image

.

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე „ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ფერაძე დააკავეს. ის ანა დოლიძის პარტიის – „ხალხისთვის“ წევრია.

როგორც მედიასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

.

დაკავებული პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფერაძე საზოგადოებას კარგად ახსოვს სკოლის დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით, რასაც ის თვეების განმავლობაში სამინისტროს წინ აპროტესტებდა და სკოლის დირექტორად არჩევას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

.

ფერაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას და ელოდებიან საგამოძიებო დასკვნას, პოლიტკურ ზომებს კი ობიექტური გამოძიების შედეგების არსებობის შემდეგ მიიღებენ.

.

„იმედინიუსი“ დაუკავშირდა „ლელოს“ პრესსამსახურსაც, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს: „გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია. როგორც სამართალდამცველი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით შესაბამის ინფორმაციას. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას და გვექნება შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება“.

.

არსებული ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვა ჩაარტყა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს დავით ფერაძე, რომლის დაკავების ფაქტიც პარტიაში მედიას რამდენიმე წუთით ადრე დაუდასტურეს. ფერაძე პროვოკაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს და აღნიშნავს, რომ დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს:

..

„ვიღაცებმა მირჩიეს დუმილი… არაფერი დაწეროო… მიყვარს ეს მრჩეველი ხალხი! რომ მმტრობს, ისიც მიყვარს… რა ქნას, თუ დავალებაა?! ვერავინ ნახავთ სადმე ჩემს ჰომოფობიურ ფრაზასაც კი, რადგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ღვთის შვილები ვართ. ამიტომ ეს ორომტრიალი წმინდა წყლის პროვოკაციაა. თუ პოლიტიკური სიბინძურე არის ჩემს ამბავში ჩართული, ესეც გაირკვევა, ვისგანაც არ უნდა იყოს ის… ნუ, მე გავარკვევ და ვიტყვი დეტალებს. დანარჩენს ბრიფინგზე ვიტყვი“, – წერს ფერაძე.

0
211
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0