ქალი და მამაკაცი პელე არც მალავდა, რომ უყვარდა თეთრკანიანი ქალები 23 ოქტომბერი, 13:13
23 ოქტომბერი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, ისტორიაში ერთადერთი სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, პელეს დაბადების დღეა. დღეს ფეხბურთის მეფის მრავალმხრივ კარიერას ნამდვილად არ განვიხილავთ, რომელზეც ძალიან ბევრი დაწერილა და თქმულა, საუბარი გვექნება პელეს ქალებზე.
პელე პირველად 1966 წელს დაქორწინდა გოგონა როზმერი დოს რეის შოლბიზე. ქორწინებაში წყვილს სამი შვილი შეეძინათ: გოგონები კელი კრისტინა და ჯენიფერი, ასევე ბიჭი ედსონი, რომელიც ცნობილია როგორც ედინიო. 1982 წელს პელე და როზმერი განქორწინდნენ. ალბათ, მეუღლეებს შორის ურთიერთობაზე გავლენა იქონია ბრაზილიელის რომანმა ჟურნალისტ ლენიტა კურცთან, რომელმაც პელეს ქალიშვილი ფლავია გაუჩინა. პარტნიორების არჩევანით ვიმსჯელებთ, პელე აშკარად აფასებდა თეთრკანიან ქალებს. დაახლოებით იმავე პერიოდში ის დადიოდა მოახლე ანისია მაჩადოსთან, რომელთანაც ქალიშვილი სანდრა შეეძინა. 1981-1986 წელს პელეს რომანი ჰქონდა პოპ-მომღერალთან და ტელეწამყვანთან შუშასთან. 1989 პელემ რომანი გააჩაღა და კინაღამ დაქორწინდა მის-ბრაზილია 1989-ზე ფლავია კავალკანტეზე. 1994 წელს პელე დაქორწინდა ბრაზილიელ ფსიქოლოგ ასირია ლემოსზე. მალე წყვილს ორი შვილი შეეძინა - ტყუპები ჯოშუა და სელესტი. თუმცა, პელეს ეს ქორწინება 2008 წელს განქორწინებით დასრულდა. 2016 წლის ივლისში ბრაზილიელი მესამედ დაქორწინდა. პელეს ცოლი იყო მარსია სიბელი აოკი, იაპონური წარმოშობის ბრაზილიელი მეწარმე. ფეხბურთელი მას აღარ დაშორებია. რა თქმა უნდა, ფეხბურთის მეფეს კიდევ სხვა აუარებელი რომანები ჰქონდა, რომლებიც მედიაში არ გავრცელებულა. მაგრამ პელეს ცოლები მაინც გებულებდნენ მის ღალატს- ლეგენდარული ფეხბურთელი არასოდეს მალავდა თავის გვერდით ურთიერთობებს: ”სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე რომანი მქონდა... ზოგიერთი მათგანი შვილებით დასრულდა. ჩემმა პირველმა ცოლმა იცოდა ამის შესახებ, მე არასდროს ვიტყუებოდი“. ოფიციალურად პელეს 7 მემკვიდრე ჰყავს. მაგრამ მან თავადაც არ იცის რამდენი შვილი ჰყავს სინამდვილეში: "აზრზე არ ვარ რამდენი შვილი მყავს!" - გულახდილად ილაპარაკა "ნეტფლიქსის"მიერ პელეზე გადაღებულ ფილმში. 412 2-ს მოსწონს
|