ქალი როგორ გავითეთროთ ბიკინის გაშავებული ზონა? 2 ნოემბერი, 14:13 ბევრ ქალს აქვს ბიკინის ზონაში მუქი ფერის კანი, რაც მათთვის უდიდესი პრობლემაა, თუმცა საკმაოდ ნორმალური, რადგან ამ ზონაში პიგმენტი მელანინის გამომუშავება უფრო ჭარბად ხდება, რაც უწყობს ხელს ბიკინის ზონაში კანი იყოს მუქი ფერის. მაგრამ, რა მოვიმოქმედოთ, თუ არ მოგვწონს და არ გვსურს ასე? მითუმეტეს, მალე ზაფხული მოვა და ბევრი თქვენგანი აუზებს თუ ზღვას მიაშურებს, საცურაო კოსტიუმში კი ეს ზონა უფრო შესამჩნევი გახდება.
დღევანდელ სტატიაში გასწავლით რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ გავითეთროთ ბიკინის ზონის ადგილები. მოცემული პროცედურები უნდა გაიმეორეოთ რამდენჯერმე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. 1. ლიმონის წვენი. ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური ბუნებრივი მათეთრებელია. ნახევარი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, გაჟღინთეთ ბამბა, ჯერ ბიკინის ზონაში ისვით 5 წუთის მანძილზე, შემდეგ ეს ბამბა დატოვეთ მუქ ადგილას 20 წუთის განმავლობაში, ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და ლიმონი გიწვავთ, მაშინ ის აუცილებლად გააზავეთ წყალთან პროპორციით 1:1. პროცედურა კი გაიმეორეთ რამდენჯერმე, სასურველ შედეგამდე. 2. ალოე ვერა. ალოე ვერას რომ მრავალი კარგი თვისება აქვს, კი გეცოდინებათ. ის ბიკის ზონაში გაშავებულ კანსაც ეფექტურად გაათეთრებს. ორიოდე ფოთლიდან გამოწურეთ ალოე, შეიზილეთ გამუქებულ ადგილებზე და აცადეთ შეშრეს. შეგიძლიათ დატოვოთ ასე დღის ბოლომდე, თუმცა თუ ფეხები გეწებებათ და დისკომფორტს გიქმნით, მაშინ ჩამოიბანეთ. 3. შვრიის ფანტელი. შვრია ბუნებრივი სკრაბია. თუ მისი ფანტელები ძალიან დიდია, დაფქვით ბლენდერში, მოზილეთ ფაფისებური მასა წყალში და წაისვით გაშავებულ ადგილებზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. 4. საკვები სოდა. საკვები სოდა ბუნებრივი ანტისეპტიკია, ვიცით. ასევე ბუნებრივი მათეთრებელი და სადეზინფექციო საშუალება, რომელსაც მხოლოდ საკვებად არ ვიყენებთ, ჰოდა ის ასევე კარგად უმკლავდება ბიკინის გაშავებული ზონის გათეთრების საკითხს. საჭიროა სქელი არაჟნისებური მასა მოზილოთ მისგან, წაისვათ გაშავებულ ზონაზე, თითების მოძრაობით მასაჟის ეფექტით შეიზილოთ, გაიჩეროთ 15 წუთი და შემდეგ დაიბანოთ. P.S. პროცედურები გაიმეორეთ რამდენჯერმე, სასურველი შედეგის მიღებამდე და დარწმუნდებით მის ეფექტურობაში. 17 4-ს მოსწონს
|