ქალი რისი გაკეთებაა აკრძალული მენსტრუაციის დროს! 5 ივლისი, 11:06 მენსტრუაცია შეიძლება მრავალი ქალისთვის განსაცდელი იყოს. მასთან ერთად მოდის ტკივილი, კრუნჩხვები, შებერილობა და განწყობის უეცარი ცვალებადობა. სინამდვილეში, მენსტრუალური ტკივილის მიზეზი ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, შეიძლება იყოს საკვები, რომელსაც ქალები ამ პერიოდში მიირთმევენ.
დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რა არ უნდა გააკეთეთ მენსტრუაციის დროს, თუ გსურთ რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა. შესაძლებელია თუ არა მუცლის არეში ტკივილის შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლების მიღება? შესაძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, კატეგორიულად აკრძალულია მედიკამენტების მიღება, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებასა და ჰემატოპოეზზე: ანალგინი და ასპირინი. მეორეც, ტკივილგამაყუჩებლები თავად არ უნდა დაინიშნოთ, თუნდაც ეს იყოს არა აცეტილსალიცილის მჟავა ან პარაცეტამოლი. წამლების გამოწერა სჯობს ექიმს მიანდოთ! მენსტრუაციის დროს იცვლება ჰორმონალური დონე და შესაბამისად იცვლება ორგანიზმის რეაქცია წამლებზე. ალერგია შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელად. თქვენ შეიძლება გქონდეთ აუტანლობა თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტებზეც, როგორიცაა ანტიბიოტიკები. თუ გრძნობთ, რომ რაღაც არასწორად მიდის: გულისრევა, თავბრუსხვევა, მუდმივი სისუსტე, გამონაყარი, მკვეთრი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა- დაუყოვნებლივ წადით საავადმყოფოში. რატომ არ უნდა მიიღოთ ცხელი აბაზანა მენსტრუაციის დროს? რადგან ის ასტიმულირებს სისხლის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. იგივე ეხება ცხელ შხაპს ან საუნას. ალკოჰოლის მოხმარებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა: ის აფართოებს სისხლძარღვების კედლებს, ამიტომ მენსტრუაციის დროს დალევა უკიდურესად არასასურველია. ამავე მიზეზით არ უნდა მიირთვათ გარკვეული საკვები: შოკოლადი, საფუარიანი პური, ზედმეტად ცხარე და მარილიანი კერძები, არაჟანი, თხილი, კვერცხი, რძე, ყავა, ხორცპროდუქტები ძეხვის სახით. ასევე, ამ საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი მენსტრუაციის დროს და თავბრუსხვევაც კი. (რომელი საკვები არ მივიღოთ?) მენსტრუაციის დროს ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა, უბრალოდ გადაყრილი ფულია. პილინგი, მეზოთერაპია, ტუჩის გადიდება, ბოტოქსის და ჰიალურონის მჟავას ინექციები, ტატუირება! თმის რეგულარულ შეღებვასაც კი შეუძლია მოულოდნელი შედეგის მოტანა. ტკივილი გაიზრდება კანისა და თმის ნებისმიერი მანიპულაციის დროს, მაგალითად, წარბების ამოღებისას და ეს ყველაფერი სისხლში პროგესტერონის მაღალი შემცველობის გამო. საქმე ეხება ჰორმონალურ ფონს, რომელიც ამ პერიოდში იცვლება, ამიტომ კანი და თმა ჩვეულებრივზე განსხვავებულად რეაგირებენ გამაღიზიანებლებზე. თქვენ შეიძლება არა მხოლოდ ვერ მიაღწიოთ სასურველ ეფექტს პროცედურებით, არამედ ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს. როგორ არ მივაყენოთ საკუთარ თავს ზიანი? მენსტრუაციის დროს ქალი ემოციურად უფრო დაუცველია. იზრუნეთ საკუთარ თავზე: არ უყუროთ ცრემლიან მელოდრამებს, არ წაიკითხოთ სევდიანი წიგნები, არ ისაუბროთ სევდიან თემებზე მეგობრებთან ერთად და არ დააყენოთ მტკივნეული საკითხები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უარყოფითი ემოციები, ისტერიკა და უსიამოვნო გამოცდილება! 291 4-ს მოსწონს
|