x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გავითეთროთ ბიკინის გაშავებული ზონა?
ბევრ ქალს აქვს ბიკინის ზონაში მუქი ფერის კანი, რაც მათთვის უდიდესი პრობლემაა, თუმცა საკმაოდ ნორმალური, რადგან ამ ზონაში პიგმენტი მელანინის გამომუშავება უფრო ჭარბად ხდება, რაც უწყობს ხელს ბიკინის ზონაში კანი იყოს მუქი ფერის. მაგრამ, რა მოვიმოქმედოთ, თუ არ მოგვწონს და არ გვსურს ასე? მითუმეტეს, მალე ზაფხული მოვა და ბევრი თქვენგანი აუზებს თუ ზღვას მიაშურებს, საცურაო კოსტიუმში კი ეს ზონა უფრო შესამჩნევი გახდება.




image



დღევანდელ სტატიაში გასწავლით რამდენიმე ხრიკს, თუ როგორ გავითეთროთ ბიკინის ზონის ადგილები. მოცემული პროცედურები უნდა გაიმეორეოთ რამდენჯერმე, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.






1. ლიმონის წვენი.image


ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური ბუნებრივი მათეთრებელია. ნახევარი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი, გაჟღინთეთ ბამბა, ჯერ ბიკინის ზონაში ისვით 5 წუთის მანძილზე, შემდეგ ეს ბამბა დატოვეთ მუქ ადგილას 20 წუთის განმავლობაში, ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და ლიმონი გიწვავთ, მაშინ ის აუცილებლად გააზავეთ წყალთან პროპორციით 1:1. პროცედურა კი გაიმეორეთ რამდენჯერმე, სასურველ შედეგამდე.










2. ალოე ვერა.image
ალოე ვერას რომ მრავალი კარგი თვისება აქვს, კი გეცოდინებათ. ის ბიკის ზონაში გაშავებულ კანსაც ეფექტურად გაათეთრებს. ორიოდე ფოთლიდან გამოწურეთ ალოე, შეიზილეთ გამუქებულ ადგილებზე და აცადეთ შეშრეს. შეგიძლიათ დატოვოთ ასე დღის ბოლომდე, თუმცა თუ ფეხები გეწებებათ და დისკომფორტს გიქმნით, მაშინ ჩამოიბანეთ.









3. შვრიის ფანტელი.image

შვრია ბუნებრივი სკრაბია. თუ მისი ფანტელები ძალიან დიდია, დაფქვით ბლენდერში, მოზილეთ ფაფისებური მასა წყალში და წაისვით გაშავებულ ადგილებზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.







4. საკვები სოდა.image

საკვები სოდა ბუნებრივი ანტისეპტიკია, ვიცით. ასევე ბუნებრივი მათეთრებელი და სადეზინფექციო საშუალება, რომელსაც მხოლოდ საკვებად არ ვიყენებთ, ჰოდა ის ასევე კარგად უმკლავდება ბიკინის გაშავებული ზონის გათეთრების საკითხს. საჭიროა სქელი არაჟნისებური მასა მოზილოთ მისგან, წაისვათ გაშავებულ ზონაზე, თითების მოძრაობით მასაჟის ეფექტით შეიზილოთ, გაიჩეროთ 15 წუთი და შემდეგ დაიბანოთ.




P.S. პროცედურები გაიმეორეთ რამდენჯერმე, სასურველი შედეგის მიღებამდე და დარწმუნდებით მის ეფექტურობაში.


image



0
18
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0