x
image
ჟანა გოგინაშვილი
ლონდონის ოლიმპიადის უცნობი დეტალები. რატომ დაისაჯნენ მსაჯები, რომლებიც ქართველი მოჭიდავის ორთაბრძოლას სჯიდდნენ.

image21 წლის გორელმა მოჭიდავემ ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ლონდონის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა., , მიულერას” ბიჭი ამ სახელით მას გორში ყველა იცნობს. ძალიან წარმატებული მოჭიდავის _ გია ხინჩეგაშვილის შვილია. მამის გზას გაყოლილი მოჭიდავე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. ასევე მოგებული აქვს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები.
სამწუხაროა, რომ ლადომ 2012 წლიალიმპიადაზე ოქროს მედალი ვერ მოიპოვა. ამ ფაქტზე კი დიდი მითქმა-მოთქმა იყო. როგორც გავრცელდა ინფორმაცია მსაჯები, რომლებიც მოჭიდავის თამაშს უძღვებოდნენ დისკვალიფიცირებულები არიან.
, , ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ისეთივე როგორიც ყველა. 2000 წელს მიმიყვანეს ჭიდაობაზე, მაგრამ ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. მამაჩემი სანამ, ცოცხალი იყო სპორტის ამ სახეობაში გარკვეული მიღწევები ჰქონდა და აქედან გამომდინარე ტრადიციასავით მოდიოდა და სურვილი იმისა, რომ მეც მეჭიდავა. დედაჩემს ეს მაინცდამაინც არ უნდოდა. უბნის ბიჭებმა წამიყვანეს პირველად ჭიდაობაზე. ზოგადად ძალიან სპორტული ბავშვი ვიყავი. ფეხბურთის თამაშიც ძალიან მიყვარდა. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი.
ვიყავი ძალიან მიზანდასახული ბავშვი. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ მიმეღწია ჩაფიქრებულისთვის.
– რატომ მაინცდამაინც ჭიდაობა.
– 9 წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა. სამწუხაროდ მას არ დასცალდა, რომ უფრო მეტად წარმატებული ყოფილიყო. მასთან ურთიერთობა ძალიან კარგად მახსენდება. მისგან დაყვირებაც კი არ მახსოვს. ხშირად დავყვებოდი ხოლმე და ისიც ცხოვრებისეულ ნიუანსებს მასწავლიდა. გეტყვით რომ მამაჩემს არასდროს გამოუთქვამს სურვილი იმისა, რომ ჭიდაობაზე მევლო. შესაძლოა არ უნდოდა, ან კიდევ ამისთვის პატარა ვეგონე. თვითონ ახალგაზრდებში ორგზის ევროპის ჩემპიონი იყო. მე მოხარული ვარ რომ მამის გზას მივყვები.
– შენს პირველ წარმატებაზე მომიყევი. image
– პირველად 16 წლის ასაკში მოვიგე ტურნირი. მანამადე კი ხან მეორე და ხანაც მესამე ადგილებს ვიკავებდი ხოლმე. შემდეგ უკვე მოვხვდი საქართველოს ნაკრებში. მოვიგე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილი. 2008 წელს კი გავხდი კვლავ საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში. 2009 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი. 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.
– თქვი რომ დედას დიდად არ ჰქონია სურვილი ჭიდაობაზე მევლოვო. ახლა ალბათ ამაყობს შენით. უყურებს ხოლმე შენს შეჯიბრებეს?
– თავიდან მართლა არ ჰქონია ამის დიდი სურვილი. თუმცა შემდეგ როდესაც დაინახა, რომ ამდენს ვწვალობდი და ვშრომობდი ყველანაირად გვერდში დამიდგა. ჩემს წარმატებაში დედაჩემის დიდი წვლილია შეტანილი. იმისათვის, რომ სპორტსმენმა წარმატებას მიაღწიო აუცილებელია ოჯახის მხარში დოგმა. ჩემს ჭიდაობას არასდროს უყურებს. ოლიმპიადისთვისაც არ უყურებია. ტელევიზიით, რომ ჩანდა კადრები ჩემი შეხვედრის იმის ყურებასაც კი თავს არიდებდა. სიმართლე გითხრათ არც მე მინდა რომ უყუროს. რადგან ვიცი, რომ ძალიან ინერვიულებს.
– და ან ძმა გყავს? რას საქმიანობენ?
– მყავს 18 წლის და. წელს სკოლა დაამთავრა და უკვე სტუდენტია. აქამდე ისიც სპორტით იყო დაკავებული. საკმაოდ წარმატებული მოცურავე იყო. მაგრამ შემდეგ როგორც გოგოების შემთხვევაში ხდება ხოლმე ან სწავლას აგრძელებენ და ან სპორტს მიყვებიან. ჩემმა დამ გადაწყვიტა სწავლა.
– პრორტსმენმა წარმატებას რომ მიაღწიოს გარკვეული ფინანსებია საჭირო. ვინ გეხმარებოდა?
– ჭიდაობა არ არის ისეთი სპორტის სახეობა, რომ ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდეს. ნაკრებში როდესაც ხვდები ყველანაირ ფინანსურ მხარეს სახელმწიფო უზრუნველყოფს და შენი ხარჯი არაფერი არ არის. დედაჩემმა ასე რომ ვთქვათ ივაჟკაცა და მანამ, სანამ ნაკრებში მოვხვდებოდი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე დღეს აქამდე მოვსულიყავი.
– როგორც მითხარი კარგად ვსწავლობდი სკოლაშიო. ვიცი, რომ ახლა გორის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობ. რამ გადაგაწყვეტინა ბიზნესზე ჩაბარება?
– ვფიქრობ, რომ პროფესია და განათლება ცხოვრებაში ძალიან საჭიროა. ბიზნესი კი ის სფეროა, რაც ჭიდაობის შემდეგ მაინტერესებს. მაშინ, როდესაც ჭიდაობას თავს დავანებებ რაღაც ხომ უნდა ვაკეთო. დედაჩემის თხოვნაც იყო, რომ სწავლა გამეგრძელებინა.
– როგორი სტუდენტი ხარ?
– (იცინის) კარგი სტუდენტი არ ვარ. უნივერსიტეტში ხელს მიწყობენ, რომ წარმატებული ვიყო ამ ეტაპზე ჭიდაობაში.
– ოლიმპიადაზე როგორ მოხვდი?
– მახსოვს პირველად ოლიმპიადას 2004 წელს ვუყურე და ძალიან მომეწონა, მაშინ არც კი ვიოცნებე რომ მეც წავსულიყავი. შემდეგ უკვე 2008 წლის ოლიმპიადაზე ვთქვი, რომ აუცილებლად იქ მოვხვდებოდი და ასეც მოხდა.
იმისათვის, რომ ოლიმპიადაზე მოხვდე აუცილებელია მოიპოვო ოლიმპიური ლიცენზია. კარგ ფორმაში ვიყავი, რადგან მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და პირველივე ცდაზე, აპრილში მოვიპოვე ოლიმპიადაზე წასვლის უფლება. ნაკრები ვემზადებოდით ერთად. გვქონდა სხვადასხვა შეხვედრები. ეს ყველაფერი კი შედეგზეც აისახა.
სხვათა შორის ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ოლიმპიადისთვის. დიდი შემართებით წავედი. ამ შეჯიბრებაში გამარჯვება ჭიდაობაში არის დიდი მწვერვალი და როდესაც ბევრს შრომობ გაქვს იმედიც რომ დასახულ მიზანს მიაღწევ. ჭიდაობის ფედერაციასაც ჰქონდათ იმედი იმისა, რომ საქართველოში მედლით დავბრუნდებოდი. განცდები მქონდა, რადგან ამხელა დონის შეჯიბრებაზე პირველად ვიღებდი მონაწილეობას. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ვნერვიულობდი.
– ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დასჯერდი. არადა ყველა აღნიშნავდა რომ ოქროს მედალი შენ გეკუთვნოდა. რა მოხდა სინამდვილეში?
image
– ოლიმპიური ფინალი ის მომენტია, როდესაც ოქროს მედალს ერთი ნაბიჯი გაშორებს. ფინალს ვიგებდი, დარჩენილი იყო მხოლოდ 18 ან 20 წამი, ზუსტად არ მახსოვს. როდესაც ილეთი გავაკეთე რუსებმა გააპროტესტეს. როგორც იცით ამ პროტესტის დროს ხელმეორედ უყურებენ კადრებს და არჩევენ. სწორედ ამ გარჩევის პროცესში მსაჯმა გვანიშნა, რომ შეხვედრა უნდა გაგვეგრძელებინა. ამ დროს კი მე ალბათ ყურადღება მოვადუნე, რის გამოც ლეიბის გარეთ გამიყვანა მოწინააღმდეგემ და ქულა მან აიღო. შეხვედრას ვაგებდი, დარჩენილი იყო სულ რამოდენიმე წამი. მოვახერხე და ილეთი გავაკეთე ამ დროს. მე რა თქმა უნდა მინდოდა, რომ ეს ილეთი შეფასებულიყო ყველაზე მცირე ერთი ქულით მაინც, რადგან ეს ქულა მყოფნიდა მესამე პერიოდში გადამეყვანა ბრძოლა და შანსი მქონოდა გამარჯვების, მაგრამ როგორც იცით ეს ვეღარ მოხერხდა. ზოგადად მსაჯზეა დამოკიდებული ქულას მოგცემს თუ არა. მე მაგალითად ჩემს მიერ გაკეთებულ ილეთს ნამდვილად შევაფასებდი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. შეხვედრის შემდეგ, როცა ვბრუნდებოდით ოლიმპიულ სოფელში უზბეკმა მწვრთნელმა და სხვა სპორტსმენებმაც მითხრეს, რომ ქულა ნამდვილად მეკუთვნოდა.
რაც შეეხება დისკვალიფიკაციას. ფინალური შეხვედრის მეორე დღეს მეც გავიგე, რომ ისინი, რომელიც ჩემს შეხვედრას აფასებდნენ ყველანი დაისაჯნენ და მოხსნეს ოლიმპიადიდან. მანამდეც ჩვენი ერთი სპორტსმენიც აშკარად დაჩაგრეს, ეკუთვნოდა ქულა და არ მისცეს.
– მანამდე თუ გრძნობდი, რომ მსაჯები რუსი სპორტსმენის მხარეს იყვნენ? რა გითხრა ოქროს მედალოსანმა გამარჯვების შემდეგ?
– არა ნამდვილად გადამწყვეტ მომენტამდე არაფერი მიგრძვნია. რუსმა სპორტსმენმა კი მკითხა, როდესაც დაჯილდოვების ცერემონიაზე გავდიოდით ფეხი ხომ არ მტკიოდა. ეს საუბარი იყო მხოლოდ.
– ამ წაგების შემდეგ იმედგაცრუების მომენტი ხომ არ გქონია? სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– რა თქმა უნდა მქონდა ეგ მომენტიც. მაგრამ ისეთი ოვაციებითა და სიხარულით დამხვდნენ საქართველოში გულშემატკივრები, რომ ახლა უკვე კმაყოფილიც კი ვარ ჩემი შედეგით. ახლობლებისგან, უცხო ადამიანებისგან თუ მეგობრებისგან ყველასგან დიდ თანადგომას ვგრძნობდი. დიდი მადლობა მათ ამისთვის.
სამომავლოდ კი კვლავ გავაგრძელებ სპორტულ მოღვაწეობას და რაც ვერ გავკეთე 2012 წლის ოლიმპიადაზე ვეცდები რომ მომავალზე გავაკეთო.

2
1256
2-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
1256
  
2012, 11 დეკემბერი, 13:20
მადლობა. რა შეცდომა ნახეთ აბაა? :))
2012, 11 დეკემბერი, 10:47
კარგი სტატიაა ჟანა,მაგრამ გრამატიკული შეცდომები გაქვს და შეასწორე.
0 1 2