x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალი ამტკიცებს, რომ კლინიკური სიკვდილის დროს, სამოთხე და ჯოჯოხეთი ნახა
image

ხანდაზმულმა ქალმა ამერიკიდან ისაუბრა იმაზე, რაც ნახა კლინიკური სიკვდილის დროს, ამ ამბავს მოგვითხრობს Daily Mail-ი


68 წლის შარლოტა ჰოლმსი კანზასიდან 2019 წელს წავიდა კარდიოლოგთან. ექიმმა მას არტერიული წნევა გაუზომა და შედეგის ნახვის შემდეგ( 234/ 134-ზე), ჰოლმსს უთხრა, რომ მას სულ მალე გულის შეტევა ან ინსულტი დაემართებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჰოლმსს კრუნჩხვეი დაემართა.


ექიმებმა წარმატებით შეძლეს მისი რეამინირება, მაგრამ მას დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა. ამ დროის განმავლობაში ამერიკელმა, მისი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, "იმ სამყაროში იმოგზაურა" და შეიტყო, როგორ გამოიყურება სამოთხე და ჯოჯოხეთი.



ჰოლმსის თქმით, გულის გაჩერებისთანავე მან "დატოვა სხეული"


"მე ჩემს სხეულს ზემოდან დავყურებდი", - იხსენებს იგი..


„მე ვხედავდი, როგორ აკეთებდნენ მკერდზე კომპრესიას. მე მათ ვხედავდი, ირგვლივ ყველა ექთანს. ვიგრძენი ყველაზე ლამაზი ყვავილების სუნი, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. შემდეგ კი მუსიკის ხმა."


”როდესაც თვალები გავახილე, ვიცოდი, სად ვიყავი. ვიცოდი, რომ სამოთხეში ვიყავი."


მისი მტკიცებით ის სამოთხეში აღმოჩნდა, სადაც შეხვდა გარდაცვლილ ნათესავებს, რომლებიც ახალგაზრდები და ლამაზები იყვნენ. მან დაინახა ბავშვი, რომელიც ორსულობის დროს დაკარგა. და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, "კაშკაშა მბზინავი" უფალი მივიდა მასთან. მან ქალი სამოთხიდან ჯოჯოხეთში წაიყვანა. ჰოლმსმა თქვა, რომ სამოთხის სურნელის შემდეგ, ჯოჯოხეთის სუნი ამაზრზენი იყო - გახრწნილი გვამების სუნი. ქალმა ყვირილი გაიგონა და ცოდვილთა ტანჯვა ნახა. "მან თქვა: "მე ამას გაჩვენებ, რათა იცოდე, რომ თუ ზოგიერთი თქვენგანი არ შეცვლით თქვენი ცხოვრების წესს, ეს არის ის, სადაც აღმოჩნდებით".


შემდეგ მამის ხმა გავიგე, რომელმაც მითხრა: „შენ გაქვს დრო, რომ დაბრუნდე და მოუყვე მათ ამის შესახებ“, - ამბობს ჰოლმსი.


შარლოტამ და მისმა მეუღლემ დენიმ განაცხადეს, რომ იგი სრულად გამოჯანმრთელდა და ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.


გასულ წელს, ბელგიის ლიეჟის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სამედიცინო მკვლევარები 12 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ 19 ადამიანს, რომლებიც ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში (ICU), სიკვდილის ზღვარზე იყვნენ.


მკვლევარებმა, რომლებმაც თავიანთი დასკვნები გამოაქვეყნეს ჟურნალში Critical Care, დაადგინეს, რომ პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ სიკვდილთან მიახლოების გამოცდილება, შემდგომ დღეებში განიცდიდნენ დისოციაციური აშლილობის სიმპტომებს.



0
474
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0