საქართველო
"ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით..." - რას აცხადებს გია ხუხაშვილი
21 ოქტომბერი, 13:26
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სანდო წყაროზე დაყრდნობით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ერთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, [ივანიშვილის დავალებით], ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ამერიკაში პირდაპირ გავიდა ტრამპის სიძეზე, კუშნერზე, რომ ტრამპთან რაღაცა ტიპის კომუნიკაცია გააჩინონ, რომ სურათი დადონ. ამათი ნარატივი ხომ ეს არის, რომ ბაიდენს არ ვუყვარვართ, მაგრამ ტრამპი ჩვენია. ხო ამ ხაზის გადატარება უნდათ და ტრამპი რომ გახდება, მერე ესენი შოკოლადში იქნებიან და კუშნერმა ესენი გაისტუმრა იმ ადგილზე. კეთროვანები არიან, ტრამპსაც ამათი გაგონება არ უნდა, ეჯავრება ესენი რა… ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, ყოფილი…
ამომრჩევლისთვის ტვინის არევა უნდათ, აი, ტრამპი ჩვენია, ყალბი მოლოდინები რომ შექმნან. რისი დამლაგებლები არიან, კეთროვანები არიან. ამათ ხელს აღარავინ ჩამოართმევს. დამთავრებულია ამათი ამბავი. ჭ კლასში რომ თამაშობ ილუზია როგორ უნდა გქონდეს რომ პრემიერლიგაში მოიგებ, ამას ეს ილუზია ჰქონდა…", - განაცხადა გია ხუხაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.