x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კოკა-კოლას გამოყენების მეტად უჩვეულო და საინტერესო გზები
Coca-Cola მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმელია. შეიქმნა აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოიგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია.



კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი მილიგრამი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.




image



თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ, 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.






გარდა იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია, მისი გამოყენების უჩვეულო გზები მრავალმხირივია. თუ რაში და რისთვის შეგვიძლია მისი გამოყენება, სწორედ დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.




კოკა-კოლას გამოყენების მეტად უჩვეულო და საინტერესო გზები




1. უნიტაზის წმენდა. image

ამ არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურას გაგიმარტივებთ 1 ქილა ან ბოთლი ეს გაზიანი სასმელი. უნიტაზში ჩაასხით და ჩააგუბეთ კოკა-კოლა, გააჩერეთ 1 საათით. შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.







2. ლაქების მოშორება და წმენდა. image

თქვენი სარეცხი მანქანა წარმოუდგენელად იბრწყინებს თუ ბარაბანში ჩაასხავთ კოკა-კოლას და ჩვეულებრივად რეცხვის რეჟიმზე გარეცხავთ.







3. ფანჯრების საწმენდი. image

ამ სასმელში ლიმონმჟავას არსებობა აქცევს კოკა-კოლას ფანჯრების შესანიშნავ საწმენდად, რადგან ის მუშაობს ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ციტრუსის შემცველი საწმენდები.







4. საღეჭი რეზინის მოცილება. image

ნუ იჩქარებთ იმ ადგილას თმის მოჭრას, სადაც საღეჭი რეზინი ჩაგეწებათ. დაასხით კოკა-კოლა და ნახავთ რა მარტივად მოსძვრება.







5. ჭურჭლის გახეხვის იდეალური საშუალება. image

თუ თქვენი ქვაბები და ტაფები მიმწვარი და გაშავებულია, ჩაასხით კოკა-კოლა, ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ გახეხეთ. ეფექტი წარმოუდგენელია.







6. მონეტების, მედლების და ხურდა ფულის წმენდა. image

თუ თქვენ აგროვებთ მსგავს ნივთებს, მაშინ კოკა-კოლა იდეალური გადაწყვეტაა მედლებისა და მონეტების ყოფილი ბრწყინვალების აღსადგენად. უბრალოდ შეინახეთ ისინი კოლაში რამდენიმე საათის განმავლობაში.







7. მარინადი. image

უცნაურად ჟღერს, თუმცა სამწვადედ ხორცის დასამარინადებლად კოკა-კოლა იდეალური გადაწყვეტაა. გააჩერეთ ხორცი ცოტახანს კოკა-კოლაში და მწიკვი შაქარიც დაუმატეთ, შეწვისას ნახავთ როგორი იდეალური გემო ექნება.







8. ჟანგის წინააღმდეგ. image

მოათავსეთ ჟანგიანი ნივთები კოკა-კოლით ავსებულ თასში, ცოტახანს გააჩერეთ და ნახავთ კოროზია როგორ დაიწყებს წვას და დნობას.



0
76
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0