x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138438
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
სიბრძნის მასწავლებელი (იგავი)

image


ბრძენი სოფელში ვირით გადაადგილდებოდა. ძალიან ცხელოდა და მან ერთ სახლში წყალი ითხოვა. მასპინძელმა ბრძენი იცნო, ეზოში შეიპატიჟა, ჩრდილში დასვა და წყალიც მიუტანა.

— თქვენმა სახელმა, ჩვენს პატარა სოფლამდეც კი ჩამოაღწია... ძალიან გთხოვთ, იქნებ, მოსახლეობას შეხვდეთ და ჩვენც გვასწავლოთ რამე? – უთხრა მას მასპინძელმა.

ბრძენმა წვერზე ხელი ჩამოისვა... და დათანხმდა. გახარებულმა კაცმა მაშინვე მეზობლებს დაუძახა. ისინი სტუმრის ირგვლივ, წრიულად დასხდნენ და მოსმენისთვის მოემზადნენ. ბრძენს საუბარი დაწყებული არ ჰქონდა, რომ იქ მყოფებს, განწირული ცხოველის ხმა შემოესმათ: საწყალმა ვირმა, რომლისთვისაც წყლის მიცემა დაავიწყდათ, სულში ჩამწვდომი ხმით დაიყროყინა.

წამოხტა ბრძენი, დაავლო სათლს ხელი და წყალი მიუტანა ცხოველს და უთხრა:

— მაპატიე, ჩემო ერთგულო მეგობარო. აი, დალიე!

შემდეგ, ხალხს დაუბრუნდა და მათ სიტყვით მიმართა:

— თქვენთან, მაღალ მატერიებზე სასაუბროდ მოვემზადე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო მეტი რამის დანახვა და გაგონება შეუძლია მას. მე კი, მარტივი რაღაც დამავიწყდა – პირდაპირ ჩემი ცხვირ წინ, საჭიროება ვერ დავინახე... ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ, ყველა არსებას შეუძლია, რაღაც გასწავლოთ. დღეს სიბრძნის კარგი გაკვეთილი, ჩემმა ვირმა ჩაგვიტარა...


image


* ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის

* ვინ არის ქურდი? – ლოგიკური გამოცანა (პასუხი აქვს)

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 5 (20 ფოტო)

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
248
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0