პარამეცნიერებები პენტაგონმა უპასუხა კითხვას უცხოპლანეტელების შესახებ 20 ოქტომბერი, 16:52 პენტაგონი აცხადებს, რომ უცხოპლანეტელების ვიზიტების შესახებ მტკიცებულება არ გააჩნიათ. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პენტაგონის პრესმდივანმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა უპასუხა კითხვას უცხოპლანეტელების შესახებ. ამის შესახებ Fox News წერს. ჟურნალისტმა ჯეფ შოგოლიმ ამერიკული გამოცემიდან Task & Purpose ბრიფინგზე რაიდერსა ჰკითხა, თუ რა შეეძლო მას ეთქვა არამიწიერი ცხოვრების შესახებ. „უბრალოდ ვიკითხავ, ისე შემთხვევით: რა ინფორმაცია გაქვთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების(ამო), უცხოპლანეტელების და მსგავსი საკითხების შესახებ?" ჰკითხა მან. რაიდერს არაფერი სენსაციური არ უთქვამს. ”სიმართლე სადღაც ახლოშია, ჯეფ, და ის მდგომაროებს იმაში, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება არამიწიერი სიცოცხლის ფორმების შესახებ, რომლებიც ამ პლანეტას სტუმრობენ”, - უპასუხა მან. 2023 წელს აშშ-ს კონგრესში გაიმართა მოსმენები, რომელზეც ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა დევიდ გრუშმა განაცხადა, რომ მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ იცის უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ რამდენიმე ათეული წელია და ნადირობენ მათ ტექნოლოგიაზე. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები, ამ თამაშში აქტიურად მონაწილეობს და გარკვეულ წარმატებებსაც კი მიაღწია. ზოგიერთი უცხო ობიექტი, სავარაუდოდ, გამართულ მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელში. გარდა ამისა, არამიწიერი სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების ადგილზე აღმოჩენილია „არამიწიერი ცოცხალი არსების ბიოლოგიური“ ნაშთები. ნახე ამავე თემაზე:„800 მფრინავი თეფში წელიწადში“: აშშ-ს კონგრესი პენტაგონს კატეგორიულად მოსთხოვს გაერკვიონ რა ხდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ყველაზე ცნობილი შემთხვევები საბჭოთა კავშირში 291 2-ს მოსწონს
|