x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა მიზეზით ტოვებენ წევრები პარტიას "გახარია საქართველოსთვის?"
image„გახარია საქართველოსთვის" წევრები პარტიას ტოვებენ.


დიდუბის ორგანიზაციის წევრის, ნათია კუპრავასთვის პარტიის დატოვების მიზეზი კუთვნილი თანხის არ მიღება გახდა.


„ვინც მიგვიყვანა გახარიას პარტიაში ვთხოვდი, რომ დაერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა. რატომღაც მოხდა ისე, რომ არ ჩაგვერიცხა თანხა, ვურეკავდი, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვრეკავდით, მაგრამ არავისგან არანაირი პასუხი არ გვქონდა. იძულებული გავხდით წამოვსულიყავით პარტიიდან", - განაცხადა ნათია კუპრავამ.


იგივე მიზეზით დატოვა პარტია " დიდუბის ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ბაღათურიამ:



"ყველა ეს ადამიანი დაუზოგავად, ერთგულად, გვერდში ვედექით. როცა შრომობს ადამიანი და ნაშრომს არ აძლევ, დაუღალავად შენს გვერდშია, რა აზრი აქვს ამ ხალხთან საერთოდ ლაპარაკი. ამ ხალხისგან უყურადღებობა რომ ვიგრძენით, ტელეფონებსაც არ პასუხობდნენ, დავტოვეთ პარტია. ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნებათ არანაირად", - აცხადებს ირაკლი ბაღათურია.


"გახარია საქართველოსთვის" დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი:


"2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა", - განაცხადა ნათია ნახუცრიშვილმა.


რამდენიმე დღის წინ „გახარია საქართველოსთვის“ უმაღლესი საბჭოს სიაში რიგით მეოცე ნომერმა პარტია დატოვა, რევაზ ჯალაღანიამ აღნიშნულთან დაკავშრებით სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, გმობს პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას მოღალატეობრივ და საქართველოსთვის დამაზიანებელ ქმედებებს. როგორც მან განმარტა, ასევე ემიჯნება პარტიის ხედვებს.


ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას აფასებენ პარტიაში „საქართველოსთვის’’. გოჩა გუგუნავას განმარტებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინებისა და გადაბირების პოლიტიკას. რაც შეეხება ჯალაღონიას, პარტიაში აცხადებენ, რომ ის იყო რიგითი აქტივისტი, რომელიც გაიყიდა.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0