პროფილაქტიკა ამ პროდუქტების მირთმევას კარდიოლოგები არ გვირჩევენ 29 ოქტომბერი, 11:13 გული ადამიანის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, ამიტომ მას უდავოდ სჭირდება დაცვა და იმისთვის, რომ გული ჯანმრთელი იყოს, უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი, დაიცვათ ხოლმე მსუბუქი დიეტა და არ შემოიფარგლოთ უსარგებლო საკვებით, რომლითაც ზოგჯერ "ვცოდავთ".
ორგანიზმის ყოველ უჯრედს სასიცოცხლო ნივთიერებებით სისხლი ამარაგებს, სისხლს კი გული ამოძრავებს. ეს მუშტისხელა ორგანო მთელი სიცოცხლე შეუსვენებლად მუშაობს, არც დღე იცის, არც ღამე, წუთში საშუალოდ 60-100-ჯერ იკუმშება და ამ ხნის განმავლობაში ოთხ-ხუთ ლიტრ სისხლს გადატუმბავს. რაკიღა გული ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, მისი მწყობრიდან გამოსვლა მძიმედ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. გულის ერთადერთი ფუნქცია სისხლის გადატუმბვაა. გულის მარჯვენა ნახევარი სისხლს ტუმბავს ფილტვებში, სადაც სისხლი ჟანგბადით მდიდრდება და ნახშირორჟანგისგან იწმინდება. გულის მარცხენა ნახევარი სისხლს ტუმბავს სხეულის დანარჩენ ნაწილებში და ქსოვილებს ჟანგბადით გაჯერებულ სისხლს და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. იმავდროულად, სისხლის ნაკადს ქსოვილებიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები (მაგალითად, ნახშირორჟანგი), რომლებიც ფილტვებით და თირკმლებით გამოიყოფა სხეულიდან. ზოგადად, იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია უარი ვთქვათ უსარგებლო საკვებზე, მაგრამ თუ აკრძალვა არ შეგიძლიათ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მაშინ მიირთვით ის იშვიათად. ეს სტატია აღწერს ზოგიერთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინს და სხვა მავნე შედეგებს, ამიტომ ამ გემრიელ კერძებზე მაქსიმუმ ორ თვეში ერთხელ უნდა იფიქროთ. მთავარია იცოდეთ, რომ ამ პროდუქტებს მავნე თვისებები აქვთ. ამ პროდუქტების მირთმევას კარდიოლოგები არ გვირჩევენ1. სწრაფი მომზადების ლაფშა-მაკარონები. 2. ჩიფსი. 3. ხორცი. 4. Cola-Cola. 5. პიცა. 6. მარილი. 7. თეთრი პური. 96 3-ს მოსწონს
|