x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
იცოდით, ჰემატოგენის შემადგენლობასა და სარგებელზე რამე?
ჰემატოგენი განსაკუთრებული პრეპარატია, რომლის გემო ბავშვობიდან ყველა ჩვენგანისთვის, კარგად ნაცნობია. აფთიაქში მისვლისას მშობლები ხშირად ყიდულობდნენ უამრავ ძვირადღირებულ წამალს და საჩუქრას ფარმაცევტები ხშირად აძლევდნენ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი с) ან ჰემატოგენის ფილას.



image




დღევანდელი თაობის ბავშვებისთვის შესაძლოა არ იყოს ის ისე ცნობილი, როგორც გასული 20-30 წლის წინანდელი ბავშვებისთვის, რომლებსაც მისი გემო დღესაც ახსოვთ.




რა არის და რისგან მზადდება ჰემატოგენი?




ბავშვობაში გვაფრთხილებდნენ, რომ ბევრი ჰემატოგენი არ უნდა გვეჭამა, რადგან ის ცხოველის სისხლისაგან მზადდება. ხშირად ამ ფაქტით გვაშინებდნენ და მხოლოდ რამდენიმე ნატეხს ვჭამდით, უმეტეს ნაწილს კი შემდეგისთვის ვტოვებდით.


მართლაც, ჰემატოგენი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას - შავ ალბუმინს. ეს არის პირუტყვის დამუშავებული სისხლი. ასევე, GOST-ის მიხედვით, ჰემატოგენი შეიცავს სახამებლის სიროფს, შესქელებულ რძეს, შაქარს და ვანილინს.



image


ომის დროს ეს პრეპარატი ფაქტობრივად ფეხზე აყენებდა დაჭრილებს: თხევადი ჰემატოგენის საფუძველზე ომლეტს ამზადებდნენ და ჯარისკაცებს აჭმევდნენ. პრეპარატი შეიცავს 12 მკგ რკინას 100 გრამ პროდუქტზე (შედარებისთვის, ვაშლი შეიცავს მხოლოდ 2 მკგ პროდუქტს 100 გრამზე).



აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზმი ძალიან ცუდად ითვისებს რკინას, ამიტომ ჰემატოგენი შესანიშნავი გამოსავალია ამ მიკროელემენტის მარაგის შესავსებად.


image


პრეპარატი ასევე ხელს უწყობს მუშაობის გაუმჯობესებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებას.



ჰემატოგენი პრაქტიკულად უვნებელი პრეპარატია, რა თქმა უნდა, თუ არ იქნა ის ჭარბად გამოყენებული. რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის არის 25 გრამი დღეში, მოზრდილებისთვის - 50 გრამი. ასევე, მეძუძურმა დედებმა არ უნდა გამოიყენონ ჰემატოგენი.


image


ამ პრეპარატს ჯერ კიდევ აქვს ერთი ნაკლი - შეიცავს დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ყველამ, ვისაც წონის დაკლება გსურთ, ჰემატოგენის მირთმევისგან თავი შეიკავეთ.



2
216
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
216
  
31 ოქტომბერი, 12:27
:))) ახლა ისეა გემოებით შენიღბული, მოგეწონება :))
31 ოქტომბერი, 12:15
როგორ არ მიყვარდა,სისხლის გემო დაჰკრავდა დ აიმიტომ,არა და ვითომ მატყუებდნენ შოკოლადია ჩვეულებრივიო,მაგას ვჭამდი?)))))
0 1 2