საზოგადოება „ფეხზე დავიფსი... კალოშებით წავედი პრეზენტაციაზე... კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს…“ - ჯაჯანიძე 19 ოქტომბერი, 19:51
.
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა დედაქალაქში თავის დამკვიდრებას ცდილობდა ისე, რომ არც ბინა ჰქონდა და არც ბინის საქირაო ფული.
.
-იყო პერიოდი, არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი. მინდა, ამას ხაზი გავუსვა, როცა ხარ რეგიონიდან ჩამოსული, რაღაც თავდაცვის ინსტინქტი გაქვს. მე ასე გამოვიყენე – ჩემი იუმორითა და სითბოთი სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა. . მე გადამარჩინეს კეთილმა ადამიანებმა. მახსოვს, როგორ მივდიოდი სხვადასხვა ადგილებში. შევედი „პირველ არხში“, კედლებს შევეხე, გაოცებული ვიყავი, ტელევიზიაში ვარ, სახტად დავრჩი. იქ ბევრი კეთილი ადამიანი იყო. ბევრმა არ მიმიღო. მაგრამ მერე ცოტათი პოპულარული რომ გავხდი, პოპულარობას მოჰყვა – ეს ჩამოსული ცალ-ცალი კალოშითო. მე რა ვქენი? – წავედი ბაზრობაზე და ვიყიდე კალოშები. ამ კალოშებით წავედი პრეზენტაციაზე. ჩემი უცნაური ჩაცმა გადმოვიდა დედაქალაქში. . თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა ადვილი არ იყო. ჰოდა, ერთ დღესაც ჩაქრა შუქი, შევედი ტუალეტში, ჩალისფერი ფეხსაცმელი მეცვა. ამ უშუქობაში ფეხზე დავიფსი. რომ გამოვედი შეიცხადეს, ჯაჯანიძეს სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი აცვიაო. ავდექი, გავჭერი ორი პერანგი გადავაკერე ერთმანეთზე – ერთი სიტყვით გიჟვით დავდიოდი. - აღნიშნავს გია ჯაჯანიძე. 367 1-ს მოსწონს
|