განათლება 7 სტრატეგია ბიზნესში ინოვაციური კულტურის დასანერგად 19 ოქტომბერი, 17:31 ინოვაციური პროდუქტისა და ინოვაციური ბიზნესის ქონას შორის დღევანდელ სტარტაპულ სამყაროში დიდი განსხვავებაა. თანამედროვე პროდუქტის წარმოების მიუხედავად, ზოგიერთი კომპანია გამოცდილ ბიზნეს მოდელს იყენებს. ზოგიც არსებულ პროდუქტს შემოქმედებით ბიზნეს მოდელის საშუალებით ახალ სიცოცხლეს სძენს. ყველაზე კონკურენტუნარიანი კომპანიები კი ერთდროულად აკეთებენ ორივეს. თუმცა ნებისმიერი უპირატესობა სწრაფად არის ათვისებული სხვა ბიზნესის მიერ. თუ შემოქმედებითი და ინოვაციური კულტურის დანერგვა და შენარჩუნება გსურთ, 7 მოცემული სტრატეგიით იხელმძღვანელეთ: 1. გააღვივეთ მისწრაფება. 2. დააფასეთ შემოქმედებითი იდეების ავტორები.3. მიეცით დამოუკიდებლობა. 4. წაახალისეთ გამბედაობა .5. აქციეთ მარცხი წარმატებად. 6. იფიქრეთ მცირე მასშტაბით. 7. ეცადეთ ყველაფერი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს. ყველა დიდი გამოგონება კაცობრიობისა მისწრაფებით დაიწყო: სიახლეებისა და ცვლილებების წყურვილით. თითოეულ თანამშრომელს კარგად უნდა ესმოდეს კომპანიის მიზანი და დანიშნულება. ინოვაციურ კომპანიაში შემოქმედებით იდეებს მრავალფეროვნად აჯილდოებენ. ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, უფრო სწრაფად აღწევენ წარმატებას, რადგან თითოეული ნაბიჯისთვის დასტურის თხოვნა ზრდის სტრესს და აფერხებს შემოქმედებით პროცესს. თუ რაღაც ახლა არ მუშაობს, წარუმატებლობის ნაცვლად ექსპერიმენტი უწოდეთ. შეცდომები გარდაუვალია, ამიტომ მთავარია სწრაფად დავუშვათ ისინი -ვცადოთ ბევრი იდეა. დიდი იდეების განსახორციელებლად აუცილებელია გქონდეთ სისხარტე, მოქნილობა და ცვლილებების მიმართ მიმღებლობა. აზრისა და პერსპექტივის მრავალფეროვნება შემოქმედებითობას ავითარებს და მისი კულტურის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. 0 შეფასება არ არის
|