x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ვინ არის ქურდი? – ლოგიკური გამოცანა (პასუხი აქვს)

წარმოიდგინეთ, რომ პროფესიონალი დეტექტივი ბრძანდებით და დავალებაზე გამოგიძახეს... ეს კრიმინალური გამოცანაა და როგორც წესი, (მაგრამ ყოველთვის არა) პასუხი, ან მასზე მინიშნება, პირდაპირ დანაშაულის ადგილზეა. წაიკითხეთ პირობა, დააკვირდით სურათს და დამნაშავე დაასახელეთ.


image


— ბატონი ინსპექტორო, მოგახსენებთ: ზუსტად 2056 ევრო გაქრა. ორჯერ გადავთვალე თანხა, დანაკარგი ზუსტია!

— ვინმეზე გაქვთ ეჭვი, ვის შეეძლო აეღო?

— აზრზე არა ვარ, ვის შეეძლო ამის ჩადენა? — უპასუხა დაზარალებულმა.

— თანმიმდევრობით მომიყევით, რა და როგორ მოხდა?

— დღის ბოლოს, ტრადიციულად, შემოსავლის დათვლა დავიწყე... და მოულოდნელად, ოთახში სინათლე ჩაქრა. ვიფიქრე, ნათურა გადაიწვა მეთქი და მისი გამოცვლა გადავწყვიტე: სკამი დავდგი, მასზე დავდექი და ნატურას ხელი შევავლე, მაგრამ არ გამითვალისწინებია, რომ ცხელი იყო! ძლიერი დამწვრობისგან, წონასწორობა დავკარგე და იატაკზე დავეცი. გარკვეული დროის მანძილზე, გონება დავკარგე, როდესაც აზრზე მოვედი, ეს ქაოსი დავინახე და შემდეგ, თანხის დანაკლისიც აღმოვაჩინე... მაშინვე დაცვის თანამშრომელს შევატყობინე. სამწუხაროდ, ფაქტთან დაკავშირებით, მეტს ვერაფერს გეტყვით.

— აშკარად მატყუებთ, ბატონო! – უპასუხა ინსპექტორმა.

რატომ მიხვდა ინსპექტორი, რომ ის იტყუებოდა?



image
პასუხი:


სურათზე ჩანს, რომ კაბინეტში, ლუმინესცენტური ნათურა კიდია. ის ჩვეულებრივი ნათურასგან განსხვავებით, არც ისე ძალიან ცხელდება და მისგან დამწვრობის მიღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.


image


* ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს არტეფაქტი, რომელიც კონტაქტში შემოდის

* არტეფაქტები ატლანტიდიდან

* 10 ნიშანი იმისა, რომ ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით

* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას



0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0