საზოგადოება „ვზივარ კაფეში, სანამ მანქანას გარეცხავენ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით...“ - მოროშკინა 17 ოქტომბერი, 10:46 . ცნობილი ქართველი პიარტექნოლოგი, მწერალი და ტელეწამყვანი ლალი მოროშკინა საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და კაფეში მომხდარ გულისამაჩუყებელ ისტორიას ყვება. ამის შესახებ მორიშკინამ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, კაფეში მას საჩუქარი შეუგზავნეს, რამაც აატირა. . “ვზივარ კაფეში და ველოდები ჩემს რიგს, სანამ მანქანას გარეცხავენ...
ამ დროს შემოდის თანამშრომელი წითელი, სურნელოვანი გულით...
- ლალი, ეს მამაკაცმა დაგიტოვათ, აქ ყვავილები არ იყიდება და ეს მაინც გადაეცითო,
2012 წელს ციხეზე რომ შემოვიდა სიკვდილს გადამრჩინაო...
ვზივარ, ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით და ვფიქრობ, ესაა პასუხი მობულინგეებზე, ბოროტებზე, შურიანებზე, რომლებიც ყველა მხრიდან მიტევენ.
მადლობა ღმერთო, ამ შესაძლებლობისთვის და ამ სახალხო სიყვარულისთვის. -- წერს ლალი მოროშკინა.
.
ცნობისთვის, გასულ წლებში მოროშკინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სხვადასხვა თანამდებობებზე აქტიურად იბრძოდა პატიმრების უფლებებისთვის. ის ციხეზე შედიოდა, პატიმრებს ეხმარებოდა და უამრავი სკანდალური აბავი გამოჰქონდა დახურული ზონიდან. ის ასევე ჩართული იყო მასობრივ ამნისტიაშიც.
,
583 1-ს მოსწონს
|