x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ინდოეთში კაფეებისა და რესტორნების თანამშრომლებს აეკრძალებათ საჭმელში ჩაფურთხება და მოშარდვა
image

ინდოეთში კაფეებისა და რესტორნების თანამშრომლებს აეკრძალებათ საჭმელში ჩაფურთხება და მოშარდვა.ამის შესახებ გამოცემა India Today წერს.


ინდოეთის შტატ უტარ პრადეში აიკრძალება კლიენტების შეკვეთილ საკვებში მოშარდვა და ჩაფურთხება.


უტარ პრადეშის შტატის ხელისუფლება კაფეების, რესტორნებისა და კვების სხვა ობიექტების თანამშრომლებს უკრძალავს მათ მიერ მიწოდებულ კერძში მოშარდვას ან ჩაფურთხებას.



„საკვებში ჩაფურთხების და მოშარდვის მზარდი ინციდენტების საპასუხოდ, უტარ პრადეშის მთავრობა [უტარ პრადეშის მთავარი მინისტრის] იოგი ადიტიანათის ხელმძღვანელობით აპირებს ორი ახალი რეგულაციის შემოღებას, რომლებიც მიმართულია ანტისანიტარიულ პრაქტიკასთან საბრძოლველად“, წერს გამოცემა.


შტატის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაწესდება "მკაცრი ჯარიმები" ინდოელებისთვის სანიტარული სტანდარტების შესაბამისი დარღვევისთვის.


მთავარი მინისტრი იოგი ადიტიანათი სამშაბათს შეხვდა მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მთავარ მდივანს, ოფიცერს იურიდიულ საკითხებში და უტარ პრადეშის პოლიციის გენერალურ დირექტორს, რათა რეგულაციებზე მუშაობა დაასრულონ, წერს გამოცემა.


მოსალოდნელია, რომ ახალი კანონმდებლობა გააძლიერებს მომხმარებელთა დაცვას და გააუმჯობესებს სურსათის უვნებლობას მთელ შტატში.


2020 წელს მალაიზიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შეფ-მზარეული სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩინელი სტუმრების საჭმელში ჩაფურთხების გამო, მიზეზი-ჩინელების სიძულვილი. ის ასევე აქვეყნებდა რასისტული პოსტებს სოციალურ ქსელში.

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0