x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანიაში ოპერის ყურების შემდეგ 18 მაყურებელს სასწრაფო  სამედიცინო დახმარება დასჭირდა
image

გერმანიაში 18 მაყურებელს ოპერის ყურების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.



გერმანიაში სკანდალურმა ოპერამ მაყურებელი ისეთ შოკში ჩააგდო, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ამის შესახებ Sky News წერს.


5 და 6 ოქტომბერს შტუტგარტში ფლორენტინა ჰოლზინგერის დადგმის- Sancta-ს პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის ყურების დროს რამდენიმე ადამიანს დაეწყო გულისრევა, სამს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სულ 18 ადამიანი გახდა ცუდად. პარალელურად, მაყურებელი ოპერის ფინალს მხურვალე ოვაციებით შეხვდა.


image

Sancta დაფუძნებულია 1920-იანი წლების სკანდალურ ოპერაზე Sancta Susanna, მონაზონის ისტორია, რომელიც თრგუნავს საკუთარ სურვილებს. ოპერა შეიცავს სექსს, დასახიჩრებას და ნამდვილ სისხლს. სამსაათიანი სპექტაკლში არის ორი რამდენიმე წუთიანი სცენა, რომლის ყურება „შეიძლება რთული იყოს“, - აცხადებენ თეატრში.

image

ერთ-ერთში მსახიობის ზურგიდან ხორცის პატარა ნაჭერს ჭრიან, მეორეში კი ზურგით მდგარ ორი მამაკაცის კანს უხვრიტავენ, ერთმანეთზე ამაგრებენ და თოკით ზემოთ სწევენ. სცენაზე ასევე გამოდიან გორგოლაჭებზე მდგარი შიშველი მონაზვნები.

image

image

ავსტრიელი ქორეოგრაფი, 38 წლის ჰოლზინგერი ცნობილია თავისი სკანდალური დადგმებით. მის სპექტაკლებში ხშირად ჩნდებიან ნაწილობრივ ან სრულიად შიშველი ქალები. მისი წინა სპექტაკლებში შეხვდებოდით ტატუირებას, მასტურბაციას, სცენებს სისხლით და ექსკრემენტებით.

0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0