საზოგადოება
"ოცნებისტები" მაგრად დაცოფაო, და როცა გადიოდა, ჩაულაპარაკია......"- რას წერს ლაშა ბერულავა
16 ოქტომბერი, 9:05
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში ვიზიტს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ძალიან გაბრაზებული ყოფილა, ქოში უკუღმა ჰყარაო და აქაური “ოცნებისტები” მაგრად დაცოფაო, სუფრაზეც არ დარჩენილა დიდხანს და როცა გადიოდა, ჩაულაპარაკია, მეგრელები რომ არ მევასებოდა არასდროს, ხომ ვყოფილვარ მართალიო…"- ვკითხულობთ ლაშა ბერულავას პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, სადაც შეკრებილებს მან და "ოცნების" ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.