საზოგადოება
"ქოცებო!!! რა გინდათ, რა არ გასვენებთ?! გინდათ, სულ გადარიოთ ის ,,ბრძენი კაცი”?"- რას წერს კახა მიქაია
15 ოქტომბერი, 10:42
სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია "ქართული ოცნების" გუნდის წევრის, ვახტანგ თურნავას მიერ "ფეისბუქზე" ჩატარებული გამოკითხვის არასასურველ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართავს:
"ქოცებო!!! ნუ ერევით GORBI-ს “კომპეტენციაში, ” ნუ ატარებთ ინდივიდუალურ გამოკითხვებს!!!რა გინდათ, რა არ გასვენებთ?!ხომ ხედავთ, GORBI-ვით “კომპეტენტურები”, რომ ვერ ხართ, რას ჩალიჩობთ, რას?!გინდათ, სულ გადარიოთ ის “ბრძენი კაცი”?!P.S. ქოცების მიერ ინდივიდუალურად ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით დაღონებული ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გამოქვაბულში განმარტოვდა…"– წერს კახა მიქაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ოცნების" გუნდის წევრმა ვახტანგ თურნავამ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გამოაქვეყნა, თუმცა არასასურველი შედეგის მიღების შემდეგ მან პოსტი მყისიერად წაშალა.