x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გაუშვებენ თუ არა კესარიას მეგობარს „საქათმეში“ და წაუყენებენ თუ არა ციხეში პრეტენზიას კაცთან ურთიერთობისთვის?
image

.

ძალიან დიდია იმის შანსი, რომ თუ მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ბექა ჯაიანს მკვლელობა გენდერის ნიშნით დაუდასტურდება, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ზუსტად ისე, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა, როცა ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს მისცეს უვადო თავისუფლების აღკვეთა. სიმძიმით თუ ვიმსჯელებთ, ეს ორი დანაშაული ერთმანეთს ძალიან ჰგავს, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კესარია აბრამიძე ტრანსგენდერი იყო.


ახლა, ამ ისტორიის კრიმინალური ნაწილის გაგრძელება. თუ მკვლელობაში ბრალდებული სამუდამო პატიმრობას გადაურჩება, მას სასჯელის მოსახდელად
ჩვეულებრივ ზონაზე გაუშვებენ. „შავი სამყაროს“ დაუწერელი კანონია, თუ პატიმარი „სვაბოდაზე“ კაცებთან ურთიერთობაში იყო შემჩნეული, ის ზონაზე
მისვლისთანავე, „საქათმის“ ბინადარი ხდება ანუ სასჯელს „საქათმეში“ იხდის. რა ბედი ელის ჯაიანს? ერთი შეხედვით, კესარია აბრამიძე ქალი იყო და მისი
სხეულის ფორმებისა თუ სახის ნაკვთების ბევრ ქალს შეშურდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ის კაცად დაიბადა. ჰოდა, აშკარად საინტერესოა, გისოსებს მიღმა,
ჯაიანს წაუყენებენ თუ არა პრეტენზიას ამ ურთიერთობაზე და გაუშვებენ თუ არა „საქათმეში“.


.
„ევროპაში ისეთი ამბები ხდება, შესაძლოა, ბევრი წოლილა ტრანსგენდერთან და ეს რეალურად არ იცის. ამიტომ, ძნელია იმის თქმა, რას უზამენ ჯაიანს, მაგრამ
დარწმუნებით და გადაჭრით ვიტყვი, რომ ნებისმიერი „კაი ბიჭი“, ნებისმიერ დროს მოახერხებს, მას პრეტენზია წაუყენოს, მარტივად დაუმტკიცოს, რომ მას
ურთიერთობა მამაკაცთან ჰქონდა და „საქათმეში“ გაუშვას. ახლა საინტერესოა, რამდენად დასჭირდება ეს ვინმეს და მეორეც, თუ მას ოფიციალურად აქვს
ძალოვან უწყებებში თუნდაც ერთი დღე ნამუშევარი, გამორიცხულია, ჩვენთან, რიგით ზონაზე მოიყვანონ.

.

სავარაუდოდ, ის სასჯელს ყოფილ თანამშრომლებთან მოიხდის, სადაც „საქათმეში“ მოხვედრის შანსი მინიმუმამდე დავა“, – გვითხრა ევროპაში მცხოვრებმა „შავი სამყაროს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

.
სასამართლომ დაკავებულს წინასწარი ორთვინი პატიმრობა უკვე შეუფარდა და პროკურატურას იმდენი მტკიცებულება აქვს, ბრალის დამტკიცება არ უნდა გაუჭირდეს. ახლა, მხოლოდ ის არის საკითხავი, რამდენს მიუსჯიან ჯაიანს და იქნება თუ არა მკვლელობა კვალიციფირებული, როგორც გენდერის ნიშნით
ჩადენილი დანაშაული.

.

რეალურად, არავის საქმე არ არის, ვინ როგორ ცხოვრობს, მით უმეტეს, თუ თავისი ცხოვრებით არავის არაფერს უშავებს, მაგრამ არის მიდგომა, რომ ეს ადამიანები მომავალ თაობას რყვნიან და ამას სასულიერო პირებიც ხშირად ამბობენ. პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იარსებებს, რადგან ძნელია, განსაკუთრებით სოფლებში,
ასაკოვან (ან არცთუ ასაკოვან) ხალხს აუხსნა, რატომ ხდება ასე. მეტიც, სოფლებში მამაკაცზე საყურეს, გრძელ თმასა და ბლანჟესაც კი ეჭვის თვალით და
უარყოფითად უყურებენ.

.

სულ რაღაც ორი წლის წინ, მეგობარი, რომელიც დასავლეთ საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა, ეზოში წყლის დასალევად ჭარმაგმა მოხუცმა იმიტომ არ შეუშვა, რომ მას ბლანჟე ჰქონდა და პირდაპირ უთხრა, წვერი ან გაპარსული უნდა გქონდეს, ან მოშვებული და შენ კიდევ, გაუგებრად გაქვსო.
ჰო, ის ჩემი მეგობარი ოთხი შვილის მამაა... საინტერესოა, მომხდარის პოლიტიკური შეფასებაც. ხელისუფლების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ეს
სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია იყო, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერები პირიქით – ამბობენ, რომ ძალადობა მმართველი გუნდის მიერ, ამ მოწვევის
პარლამენტის ბოლო სხდომაზე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებამ წაახალისა.

.

მანამდე, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გაქრა. საინტერესოა კიდევ
ერთი რამ – მკვლელობის შემდეგ, არაერთმა ტელევიზიამ თუ ინტერნეტ-გამოცემამ გაავრცელა რამდენიმე ფოტო, სადაც ჯაიანი აბრამიძესთან ერთადაა და თუ მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ სურდა ურთიერთობის აფიშირება, რატომ დგებოდა და პოზიორობდა ფოტოს გადასაღებად? პარალელურად, ითქვა ისიც, რომ აბრამიძე ჯაიანს აშანტაჟებდა და ცოლად მოყვანას სთხოვდა, რაც ამ გადმოსახედიდან, აბსურდულად ჩანს. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯაიანის სამეგობრომ ამ ურთიერთობის შესახებ იცოდა და კესარიას ფოტოები რომც გაევრცელებინა, ეს ვერ იქნებოდა შანტაჟი, ბოლოს და ბოლოს, მკვლელობაში ბრალდებული იტყოდა, რომ ძველი კადრები იყო და ამით დასრულდებოდა. მეორე მხრივ, მას უბრალოდ შეეძლო, მანამდე დაესრულებინა ურთიერთობა და მარტივად გადაეტანა ფოტოების გავრცელებით მიღებული სტრესი (თუ ეს სტრესი იქნებოდა), მაგრამ... რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ მოხდა სხვა რამ, რამაც ჯაიანი აიძულა ეს ქმედება ჩაედინა.

.

გარდაცვლილის მეგობრების თქმით, კესარია,
პარტნიორის მხრიდან, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ
ძალადობაზე ხშირად საუბრობდა და აპრილში პოსტიც
გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულის შესახებ წერდა, თუმცა მას სამართალდამცავებისთვის ოფიციალურად
არ მიუმართავს და შესაბამისად, საქმეც არ აღძრულა.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – საპროტესტო
აქციების დროს, დარბევებში ჯაიანიც მონაწილეობდა
და აბრამიძე მეგობარ ჟურნალისტს სწერს, რომ კადრებში სწორედ მისი ნაცნობი ბექა ჯაიანია. მაშინ ეს
სახელი და გვარი დასახელდა კიდეც, მაგრამ არავის
უთქვამს, რომ ის კესარია აბრამიძის პარტნიორი იყო.
არ არის გამორიცხული, ამასთან დაკავშირებით, ჯაიანს ან რამე ჰქონოდა ნათქვამი გარდაცვლილისთვის,
ან პირიქით, გარდაცვლილს ჰქონოდა რაღაც ისეთი,
რაც ჯაიანის დარბევებში მონაწილეობას დაადასტურებდა, რაც მკვლელობაში ეჭვმიტანილს, სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად აწყობდა.

.

ბათო ჯაფარიძე, გაზეთი ვერსია

0
495
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0