სხვა რა დაჯდა გეშა კოზოდოევისა და სენია გორბუნკოვის ვახშამი რესტორან "მტირალა ტირიფში"და რა დაჯდება დღეს ასეთივე სუფრა? 2024, 14 ოქტომბერი, 17:44 ![]() საინტერესოაა რა დაუჯდათ მათ მაშინ ეს სუფრა და რამდენის გადახდა მოუწევდათ დღეს მსგავსი საღამოსთვის? გავიხსენოთ ძირითადი მომენტები და გამოვთვალოთ 1969 წლის ფასებით. ![]() გადახდა საბჭოთა მანეთებით დავიწყოთ სასმელებით - აბა მაგის გარეშე სუფრა როგორ იქნება! ჩვენს გმირებს ჰქონდათ ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი კონიაკი, (გრაფინებში ჩამოსხმული)შამპანური და ორი ბოთლი ლუდი. 1969 წელს რესტორანში ერთი ბოთლი არაყი ღირდა დაახლოებით 6 მანეთი, "სომხური" კონიაკი - 10 მანეთი, შამპანური - დაახლოებით 9 მანეთი, ორი ბოთლი ლუდი - 2 მანეთი. ამას დავუმატოდ ყველის და ძეხვის ასორტი - დაახლოებით 5 მანეთი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი ხოხობი, მომზადებული საბჭოთა რესტორნების საუკეთესო ტრადიციებით. ხოხობი სოკოთი-ამ კერძში მაშინ მოგიწევთ მინიმუმ 20 მანეთის გადახდა. ![]() ![]() ახლა ვცადოთ წარმოვიდგინოთ, რა დაჯდება დღეს ასეთი ქეიფი რესტორანში. ასე რომ, დავიწყოთ იგივე მენიუთი. ბოთლი არაყი დაახლოებით 50 ლარი ბოთლი კონიაკი (ვთქვათ, "სომხური") - 80-100 ლარი შამპანური - დაახლოებით 60 ლარი. ორი კათხა ლუდი - 20 ლარი. დაჭრილი ყველი და ძეხვი - დაახლოებით 25-35 ლარი. და ბოლოს მთავარი კერძი -ხოხობი სოკოთი. თანამედროვე რესტორნებში ასეთი კერძი შეიძლება 120 ლარიც კი ღირდეს. სულ მივიღეთ მაქსიმუმი 385 ლარი.(მინიმუმი 355) თუ დღევანდელ და მაშინდელ საშუალო ხელფასს შევადარებთ, განსხვავება უმნიშვნელოა, თუმცა გამოდის რომ დღეს უფრო იაფი დაჯდებოდა მსგავსი სუფრა. 1250 2-ს მოსწონს
|