კოლექციები ოქროს პენისი და ბრილიანტები: რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საცვლები და ვინ ატარებს მათ 2024, 14 ოქტომბერი, 10:41 ![]() როდესაც ფუფუნება სცილდება ჩვეულებრივ კონცეფციებს, ჩნდება ისეთი ნივთები, როგორიცაა სუფთა ოქროსგან დამზადებული ან ბრილიანტებით მორთული თეთრეული. გაოცებს ფანტაზიის უნარი და მისი ღირებულების გაგების შემდეგ გაინტერესებს: ვინ ატარებს ასეთ რამეებს და რატომ? ამ სტატიაში ჩვენ მოგითხრობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტრუსებზე, რომელიც უძრავ-მოძრავ ქონებაზე უფრო ძვირია. Uwe Koetter Chastity Belt: $20, 000 დავიწყოთ „მოკრძალებული“ 20000 დოლარიანი აქსესუარით. 2002 წელს სამხრეთ აფრიკელმა იუველირმა უვე კოტერმა, კეიპ თაუნიდან მდიდარი კლიენტის დაკვეთით, შექმნა წმინდა ოქროსგან დამზადებული ერთგულების ქამარი, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და ბრილიანტებით. ეს უნიკალური ნივთი, სავარაუდოდ უფრო სიმბოლური ხასიათისაა, რადგან მისი ტარება ნიშნავს აბსოლუტური საკუთრებაში ფლობას. ![]() ოქროს თეთრეული Shenyang-დან: $26, 000 ჩინეთში, ქალაქ შენიანგის ხელოსნებმა შექმნეს ქალის თეთრეულის ნაკრები, რომელსაც მომხარდა 950 გრამი სუფთა ოქრო. ნაკეთობაზე ოთხი ხელოსანი მუშაობდა ოთხი თვის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები გასაყიდად არ იყო განკუთვნილი, მისი სავარაუდო ღირებულება 26000$-ია. იგი შეიქმნა საიუველირო ბუტიკის ყურადღების მისაპყრობად. ![]() ![]() Victoria's Secret ცნობილია თავისი ძვირადღირებული თეთრეულის კოლექციებით, მაგრამ ამ კომპლექტმა, რომელიც 2003 წელს წარადგინა, ყველა რეკორდი მოხსნა. Very Sexy Fantasy Bra მორთული იყო ათასობით ძვირფასი ქვებით, მათ შორის 70 კარატიანი Excelsior ბრილიანტით, სიდიდით მეორე მსოფლიოში. ნაკრები 11 მილიონი დოლარი დაჯდა და პოდიუმზე ჰეიდი კლუმმა წარადგინა. ![]() ![]() დასასრულსა ყველაზე ძვირადღირებული ქალის თეთრეული - ბრილიანტის ბიკინი, რომელიც 2012 წელს შექმნა სიუზან როზენმა. პლატინისგან დამზადებული ხელოვნების ეს ნიმუში გაწყობილია მსხვილი ბრილიანტებით, მათ შორის 51 კარატიანი მსხლის ფორმის ბრილიანტი და 31 კარატიანი ზურმუხტის ქვა. The Voice-ის ცნობით, ამ შედევრის ღირებულება გასაოცარია - 30 მილიონი დოლარი. რა თქმა უნდა, ეს უფრო საკოლექციო დეკორაციაა, ვიდრე გარდერობის ნივთი. ![]() 864 2-ს მოსწონს
|