კოლექციები ბრიტანელი მოდელი თავად დაადანაშაულეს მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო 2019, 5 ნოემბერი, 10:38 26 წლის ბრიტანელი მოდელი ჯოდი უესტონი(Jodie Weston) სოციალური ქსელის მომხმარებლებმა თავად დაადანაშაულეს გოგონა, მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის გამო. მათ აღნიშნეს, რომ ჯოდის ყოველთვის ვულგარულად და გამომწვევად აცვია, პროვოკაციულად ახდენს სხეულის ნაწილების დემონსტრირებას, ამიტომ დამნაშავე თავად არის. ჯოდიზე თავდასხმა 2019 წლის თებერვალში მოხდა, გოგონას ჩაბნელებულ გზაჯვარედინზე მამაკაცი დაეწია, მტკივნეულად ხელი მოუჭირა დუნდულებზე, შემდეგ კი შემოეჭდო, მოდელმა კივილი ატეხა, რა დროსაც მოძალადემ ჯუდის სახეზე უკბინა და გაიქცა. ჯუდი უესტონმა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია ფანების კრიტიკა, რადგან ეცვა პალტო, შარვალი და ჩექმები, ერთადერთი რაც უჩანდა ეს იყო სახე და ხელები. 317 2-ს მოსწონს
|