x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139020
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
„ამდენი გაავებული ქალის ატანა და შეურაცხყოფა რთულია, ვაუქმებ ფეისბუქს“ - შორენა ბეგაშვილი
image

.

შორენა ბეგაშვილი უკვე ერთი კვირაა ლონდონში ისვენებს და საოცარ ფოტოებს აქვეყნებს. თუმცა, როგორც ყოველთთვის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის ფოტოებს თან ახლავს უამრავი შეურაცხმყოფელი შეფასება და კომენტარი, რამაც მოდელი და მსახიობი გააღიზიანა. როგორც ჩანს, მუდმივმა ბულინგმა და ისტერიკამ ულამაზესი მსახიობი იმდენად დაღალა, რომ ფეისბუქის გვერდის გაუქმება გადაწყვიტა და მის ფანებს მოუწოდებს ინსტაგრამზე მოძებნონ რადგან ფეისბუქზე აღარ შემოვა.


მსახიობი, რომელიც „ფეისბუქს“ აუქმებს შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:




“ამის შესახებ შორენა სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქალების მხრიდან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები არ წყდება.


მოდელი აღნიშნავს, რომ ამიერიდან ის მხოლოდ „ინსტაგრამს“ გამოიყენებს.


„არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიქნები მხოლოდ „ინსტაგრამზე“. აქ ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე. ამას კულტურულად ვწერ. რეალურად რასაც მწერენ ნახავთ კომენტარებში. არ ვიცი რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს. მოკლედ ეს ჩემი ინსტაგრამი, “ – წერს შორენა და საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდს გვიზიარებს.

.

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0