x
მეტი
  • 30.12.2024
  • სტატია:139136
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512637
დარიჩინის ფუნთუშა ჭიქაში - სწრაფი დესერტი
ეს სწრაფი დესერტი მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ მოამზადოთ. ამ ყველაფერზე მაქსიმუმ 15 წუთი დაგჭირდებათ.



image



ინგრედიენტები ცომისთვის

1 სუფრის კოვზი კარაქი, 60 გრამი ხორბლის ფქვილი, 3 სუფრის კოვზი რძე, 2 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, მეოთხედი ჩაის კოვზი ვანილი, მწიკვი მარილი.



ინგრედიენტები გულსართისთვის

1 სუფრის კოვზი კარაქი, 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი



ინგრედიენტები სოუსისთვის


1 სუფრის კოვზი რძე, 35 გრამი შაქრის ფხვნილი



როგორ მოვამზადოთ?

image



1. ცომისთვის აურიეთ გამდნარი კარაქი, ფქვილი, რძე, შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი. მოზილეთ და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ისე, რომ მართკუთხედის ფორმა მიიღოთ.



2. გულსართისთვის კარაქი შაქართან და დარიჩინთან ერთად გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში.



3. გამდნარი ნარევი ცომს წაუსვით და რულეტი დაახვიეთ. შემდეგ ჭიქაში გადაიტანეთ.



4. მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. ჩართეთ მაღალ სიმძლავრეზე წუთნახევარი. თუ ფუნთუშა ამ დროში არ გამოცხვება, ცხობა კიდევ 10 წამით გააგრძელეთ.



5. რძე და შაქრის ფხვნილი აურიეთ და მზა ფუნთუშას მოასხით.



ასევე დაგაინტერესებთ:

5 შოკოლადის დესერტი, რომელიც იმდენად კარგია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს

მარტივი ორცხობილა გარგარით, ჩედერით და თითის ანაბეჭდით

ჩვენი ოჯახის საყვარელი ნამცხვარი ხაჭო-ვაშლის შიგთავსით

ნაზი, როგორც ღრუბელი - იაპონური ფუნთუშა „ჰოკაიდო“

დიეტური ვაშლის ნამცხვარი ფქვილის გარეშე - თუნდაც ყოველდღე მიირთვით


0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
26