x
image
Yoona
Mediator image
შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს ხელახლა სიარულის საშუალებას აძლევს
შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც დაეხმარება ზურგის ტვინის დაზიანების გამო პარალიზებულ ადამიანებს ქვედა კიდურების კუნთებზე კონტროლის აღდგენაში. ამის შესახებ ჩინური გაზეთი China Daily წერს.



image



„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი თაობის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ინტერფეისს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის, აქვს მაღალი გამტარობა და დაბალი შეყოვნება“ - ამბობს ჯია ფუმინი, პროექტის წამყვანი მკვლევარი.



image




როგორც გამოცემა განმარტავს, ზურგის ტვინი ერთგვარი მაღალსიჩქარიანი არხია, რომელიც თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას აკავშირებს. თუ ზურგის ტვინი დაზიანებულია, თავის ტვინის სიგნალები ვერ აღწევს კუნთებამდე, რაც დამბლას იწვევს. ნერვების ასეთი დაზიანება შეუქცევადია, ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის მკურნალობის ამჟამინდელი მეთოდები უკიდურესად შეზღუდულია. მაგრამ ახალი ჩინური მოწყობილობით ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას.



ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ელექტროდების იმპლანტაციას თავისა და ზურგის ტვინში, რაც მათ შორის კავშირის აღდგენას ხელს შეუწყობს. მეცნიერების თქმით, მოწყობილობა პარალიზებულ პაციენტებს დაეხმარება სიარულის და დგომის უნარების აღდგენაში.



image



მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მოწყობილობას შეუძლია ზუსტად გააქტიუროს ზურგის ტვინის ნერვული დაბოლოებები და მონაცვლეობით გაააქტიუროს ქვედა კიდურების შესაბამისი კუნთების ჯგუფები, რომლის წყალობით პაციენტი უფრო ბუნებრივად სიარულს შეძლებს. გარდა ამისა, გამართული სიარულის უზრუნველსაყოფად, მოწყობილობა არეგულირებს ზურგის ტვინის სტიმულაციის პარამეტრებს რეალურ დროში, პაციენტის პოზის და ქვედა კიდურების მოძრაობის მიხედვით.



კლინიკური კვლევები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება ჩინეთის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში.



ასევე დაგაინტერესებთ:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს „მესამე მდგომარეობა“ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

ჩიპის იმპლანტაცია ადამიანის ტვინში წარმატებით განხორციელდა – ილონ მასკი

ხელოვნური ინტელექტი ქმნის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს: როდის ვიხილავთ ეფექტურ ვაქცინას

ახლა შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ციფრული კლონი – ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქცია

შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
28