x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სპორტული კომენტატორების ყველაზე სასაცილო ფრაზები
image

ქართულმა საზოგადოებამ ჩვენი ცნობილი სპორტული კომენტატორების უკვე ლეგენდად ქცეული კურიოზული ფრაზები უკვე ზეპირად იცის და თაობიდან თაობას გადაეცემა ეს იქნება ნუგზარ ჯუღელი, ეროსი მანჯგლაძე თუ კოტე მახარაძე. ან თუნდაც ახალი თაობის კომენტატორები: დიმა ობოლაძე, სანდრო ცნობილაძე, დავით მინაშვილი და ბოლოს საზოგადოებრივი არხის კომენტატორები გიორგი თვალაბეიშვილი და გიგა გვენცაძე, ამ უკანასკნელმა განთქმული სუპერფრაზით "მიდის სანახავად" დაგვამახსოვრა თავი.


რა თქმა უნდა კურიოზული ფრაზებით მარტო ქართველი კომენტატორები არ გამოირჩევიან, დღეს შემოგთავაზებთ სხვადასხვა წლებიდან ამოკრებილ საბჭოთა და უცხოელი კომენტატორების სასაცილო ფრაზებს:


"ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში დაგვიანებისთვის. ჩვენ აქ პირდაპირ რალიდან მოვედით."(ნიკოლაი ოზეროვი)



"და აი ბურთით არის ოლეგ ბლოხინი, -დარტყმა - გოოოოლ!! მაგრამ, სამწუხაროდ, ბურთი ძელს მოხვდა, თამაშგარე იყო და ზოგადად ჩემი თანაშემწეები მეუბნებიან, რომ ეს ბლოხინი არ იყო“.(კოტე მახარაძე)


"მეკარემ თავი კინაღამ ძელს გაარტყა, რადგან, ალბათ, ბავშვობაში ხშირად არ წაქცეულა."

"რომის ლაციოს გულშემატკივრები განლაგდნენ კარის უკან, ჩვენგან მარჯვნივ. თქვენ შეგიძლიათ განასხვავოთ ისინი: ყველანი ცისფერები არიან."(ვლადიმერ მასლაჩენკო)

"კრივოვს სურდა ძლიერად და ზუსტად დაერტყა, მაგრამ არ გამოუვიდა. დიახ, მისი ტყავის მეგობარი ფეხბურთელს ფეხზე წარუმატებლად მოერგო..."

"ხული ლოპესი კარში ურტყამს!... ხული ეს მისი სახელია"

"ედგარ დევიდსის ნაწნავები თავიდან ისეა გადმოსული, როგორც ხორცის საკეპი მანქანიდან ხორცის ნაჭრები...“

„ეს არის კუმანი. ალბათ იცანით მისი ბანჯგვლიანი ფეხები"(ალექსანდრ ელაგინი)


"ვარლამოვს მაისურზე 3 ნომერი აწერია, შორტზე კი 9... ვერ ავხსნი, რას უკავშირდება ეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზომასთან იყოს დაკავშირებული.


"ფეხბურთის თამაშის ნაცვლად, წავიდნენ და ბოთლები ჩააბარონ!"

"ეს არ იყო ფეხბურთელი, ეს იყო არშავინი"

„აი-აი აი აი! მეთანხმებით?"

"1955 წელს მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ფეხბურთელებთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ფეხბურთელებს დიდი საჩუქრები გადაეცათ: ხუთმა მოთამაშემ მიიღო ბინა, დანარჩენებმა კი ტელევიზორები. მანამდე ძირითადად ველოსიპედებს აძლევდნენ“.(ვლადიმერ პერეტურინი)


"მათთვის, ვინც შავ-თეთრ ფერებში უყურებთ, ვარდისფერი მწვანეს გვერდითა." – ტედ ლოუ, BBC-ის კომენტატორი.

"მინდა, რომ ლაქა ვიყო "ლივერპულის" გასახდელში შესვენებაზე"

"ის რიგით მეორე საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, ამაზე მაღალი შექება არ არსებობს" - (კევინ კიგანი.)


"ავტომობილს ყველაფერი რიგზე აქვს, გარდა იმისა, რომ იწვის(მიურეი უოკერი)


"ის ყოველთვის როდესაც ფეხებს შლის, მაგონებს რაიან გიგზს"(ფილ ნევილი)


"ამ შეტევაში 5 მოთამაშე მონაწილეობს..არა, 6 თუ სხვასაც ჩავრთავთ“ -( ჯონ მოტსონი)

"ის არა მხოლოდ კარგი მოთამაშეა, არამედ ბოროტიც ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით."


"მათ თავი ასწიეს მაღლა და ახლა მხრებზე აქვთ სატარებელი.”(როი ატკინსონი)


"ასეთ ძლიერ და დიდ მოწინააღმდეგესთან გოლის გატანით გახარებულმა ბაჯომ კარზე თავი ჩამოიხრჩო!"


"ვარლამოვს მაისურზე 3 ნომერი აწერია, შორტზე კი 9... ვერ ავხსნი, რას უკავშირდება ეს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზომასთან იყოს დაკავშირებული.


"ფეხბურთის თამაშის ნაცვლად, წავიდნენ და ბოთლები ჩააბარონ!"

"ეს არ იყო ფეხბურთელი, ეს იყო არშავინი"

„აი-აი აი აი! მეთანხმებით?"




0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0