საქართველო
"ჩემო ძვირფასებო, მივიღე გადაწყვეტილება"- რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
10 ოქტომბერი, 11:41
"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საკუთარ ამომრჩეველს ახალი გადაცემის - "უსმინეთ შალვას" დაწყების შესახებ ამცნობს:
"ჩემო ძვირფასებო, ტოტალური სატელევიზიო ბლოკადის გამო, რაც დაგვიწესა პირველ რიგში ოლიგარქიულმა ოპოზიციამ, მივიღე გადაწყვეტილება, არჩევნებამდე გადავიდეთ ფეისბუქ---ჩართვების ყოველდღიურ რეჟიმზე, რუბრიკით -----უსმინეთ შალვას-------რათა ზუსტად ავსაახოთ ყოველდღიური პროცესები რომლებიც ისტორიულია ქვეყნისა და ჩვენი მომავლისათვის.
გადაცემა დაიწყება დღეიდან, ყოველდღიურად 20 საათსა და 30 წუთზე და გაგრძელდება ნახევარი საათი.კითხვებზე ჩვეულებრივ გაეცემა პასუხი. გზა და გზა შესაძლებელია ფორმატში ჩავრთოთ ტი--ტოკი და იუთუბიც. მაშ ასე, გადადეთ ყველა საქმე და ------გვიყურეთ აქ, დღეს 20 და 30 წუთიდან, უსმინეთ შალვას"- წერს ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტი სოციალურ ქსელში.