საზოგადოება „ერთხელ გავსინჯავ, “გულაობა” ზედოზირებით დამთავრდება და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში” – ზურაბ სიხარულიძე 9 ოქტომბერი, 22:15
.
ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ეს პოსტი არის განკუთვნილი მათთვის, ვინც თვლის, რომ არაფერი მოხდება თუ ერთხელ გავსინჯავ, დავისვენებ… რელაქსი მინდა და ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდეს?! ამდენი ხალხი ხმარობს …. თან წავიკითხე უამრავი ინფორმაცია და ამბობენ რომ უსაფრთხოა. რა ადვილი ყოფილა, აი საიტიც მოვნახე, გამოვწერე, ფულიც გადავიხადე… თან ვერავინ გამაკონტროლებს და ვერავინ გაიგებს… აი, ლოკაციაც გამომიგზავნეს! ახლოს ყოფილა, წავალ ეხლა მოვნახავ და მერე გავგულავდები. . – კი ასეა ნამდვილად, ოღონდ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა გამოსავალი-არცერთი არ არის კარგი და საბოლოოდ არცერთი არ მოგეწონებათ! . 1. ის, რაც შენ გგონია რომ გამოიწერე – სრულიად სხვა რამეა და ფენტანილით არის დაბინძურებული! “გულაობა” ზედოზირებით დამთავრდება და თან თუ მარტო ხარ, ისე გარდაიცვლები ვერც ვერავინ გაიგებს და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში. . თუ მარტო არ ხარ და შენს მეგობარს ეცოდინება რა მოიხმარე-შანსი გაქვს რომ გადარჩე, თუ ის 112 -ში დარეკავს, ნალოქსონს გაგიკეთებენ და საავადმყოფოში გადაგიყვანენ. . 2. მოხმარების შემდეგ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, პარანოია, სუიციდური აზრები დერიალიზაცია და დეპერსონალიზაცია, სრულიად დაკარგო კონტროლი სხეულზე და გონებაზე. . თუ დოზა კარგად ვერ განსაზღვრე და მეტი მოიხმარე - ძლიერი აღგზნების შემდეგ შესაძლებელია აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, პოლიორგანული უკამრისობა და ნუ საბოლოოდ შეიძლება გადარჩე თუ დროზე დარეკავ 112-ში და საავადმყოფოში მოხვდები. საბოლოოდ შეიძლება ღრმა ინვალიდი დარჩე ან მძიმე ფსიქიკური აშლილობა განგივითარდეს. . 3. ის, რაც ზევით დავწერე, შეიძლება არცერთი არ დაგემართოს, მაგრამ ერთ მოხმარებას მოყვება მეორე, მეორეს - მესამე… . მერე განვითარდება მძიმე დამოკიდებულება, რომელიც შეცვლის მთელ შენს ცხოვრებას! აღარაფერი იქნება საინტერესო ამ ნარკოტიკის გარდა, დაგიზიანდება ფსიქიკა, ჯანმრთელობა…საბოლოოდ, ერთხელაც არ გაგიმართლებს და განვითარდება ან პირველი სცენარი ან მეორე… სამწუხაროდ, “მოდი გავერთობი” მეფედრონით, მეტამფეტამინტით, ამფეტამინით, ალფაპევეპეთი, GGb და ა.შ. სამწუხაროდ, გამონაკლისები ძალიან ცოტაა! . რა ვი – დაფიქრდი, სანამ “გაგულავებას” გადაწყვეტ, ღირს კი ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად? იქნებ სხვა გართობა სჯობს - კარგი მუსიკა, ურთიერთობები, მოგზაურობა… ბედნიერ და უსაფრთხო შაბათ-კვირას გისურვებთ.” – წერს ნარკოლოგი. . * * * . „29 იანვრის ღამეს კლუბ BASSIANI/HOROOM-ის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა - 19 წლის გოგო, რომელიც შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. რამდენიმე პოსტი შემხვდა რომ ამ შაბათ-კვირასაც უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე ადამიანი რეანიმაციაშია. რატომ გახდა ფრაზა გავერთოთ ასოცირებული აუცილებლად რაღაცა ნარკოტიკის მიღებასთან? რა იცით, რომ დარკნეტში ნაყიდი ნივთიერება არის უსაფრთხო? რატო გაქვთ იმის იმედი რომ თქვენ გადარჩებით? მიზეზი ბევრია, არ ვართ ჩვენ გამონაკლისი და „მთელ მსოფლიოში ასე ხდება” - არ არის პასუხი და არც გამართლება ! “სხვა გასართობი არ არის და აბა რა ვქნათ?!” არც ეს არის სწორი პასუხი! “ეს ნარკოტიკები უსაფრთხოა და არაფერი არავის მოუვა, ჩვენ ვიცით და დაგვანებეთ თავი”არც ეს არის სწორი პასუხი! “კლუბები დავხუროთ და ამით პრობლემა მოგვარდება არც ეს არის სწორი! ამით პრობლემა არ მოგვარდება! რამდენიმე სწორი პასუხი შემიძლია გაგცეთ: 1. იცოდეთ, რომ ნარკოტიკი რომელიც ახლა შემოდის არის, დაბინძურებული ფენტალით, არ არის უსაფრთხო და ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით!!!არის სხვა ნარკოტიკები როგორიც არის მეფედრონი, GGb და მარილები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს ზედოზირებით და სიკვდილით!!! 2. ცოდნა რომელიც თქვენ გაქვთ, არ არის საკმარისი. რაც იცით, ერთმანეთისგან იცით და ხშირად ეს ინფორმაცია არის დამახინჯებული, ვინაიდან დარკნეტში ნაყიდი ნარკოტიკის, არც დოზა იცით, არც ის ნამდვილად იმას ყიდულობთ რაც გინდათ და არც ეფექტი იცით რა მოჰყვება ამას. 3. “ფხიზლად არ შემიძლია ყოფნა” ეს არის ფრაზა რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ამის მიზეზი ბევრია და იმისთვის არის მეგობარი, მშობელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი - მათ შეგიძლია ამაზე ესაუბრო და გაერკვიო საკუთარ თავში რა არის ამის მიზეზი ! 4. კლუბებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი გარემო ნამდვილად იყოს უსაფრთხო და ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს. თუ აქაური ცოდნა არ აკმაყოფილებთ გაიზიარონ ევროპის კლუბების გამოცდილება! 5. ნარატივი, რომ ნარკოტიკის გარეშე გართობა შეუძლებელია, არის არასწორი და თქვენვე უნდა ეცადოთ რომ ეს ნარატივი შეცვალოთ. “მე მაგას ვერ ვიზამ” - თქვენ ბაბლში უნდა ქნათ, მუსიკის მოსმენა, ცეკვა გართობა, და სექსი ისედაც შეიძლება ფხიზელზე და არანაკლები სიამოვნება მოაქვს, თუ რეალურად მოგწონს ეს ყველაფერი. 6. ნუ გეშინიათ ამ 112 დარეკვა, ამით გადაარჩენთ თქვენი მეგობრის სიცოცხლეს, არ არის აუცილებელი თქვათ რომ ნარკოტიკი მიიღო, უთხარით რომ უგონოდ არის და შველა სჭირდება!! დამატებით, თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მომწერეთ და არ მეზარება ყველას გიპასუხებთ შევხვდეთ ვილაპარაკოთ. არ ვიცი სხვა რა გითხრათ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ნუ გაცვლით ერთ გართობას სიცოცხლეში! - წერს ზურაბ სიხარულიძე. 373 შეფასება არ არის
|