x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეშმაკსაც შეეკვრება... რიგითი პარაზიტია ძაანაც ნუ გადაირევით" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი "გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიასა და "ფორმულას" გადაცემა "კვირის ფორმულას" ჟურნალისტებს შორის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მეგობრებო, იაგო ხვიჩიას უნდა პარლამენტში. ძლივს მოეწონა თავისი თავი და ჭკუაზე არაა, ისე არ უნდა ამ ძლივს მოწონებულ თავთან გამოთხოვება.ეშმაკსაც შეეკვრება, ოღონდ ძლივს მოწონებულ თავს არ გამოემშვიდობოს.მიშასაც შეეკვრებოდა, უბრალოდ მიშას თინაბოკუჩავები და ხატიადეკანოიძეები ყოფნის და ეს ოფოფებიანი იაგო კიდია, როცა გაცილებით უფრო მორჩილი ქალების დათრევა შეუძლია.ანუ რაღაც განსაკუთრებული ბოროტება კი არ არის, რიგითი პარაზიტია და მზადაა დაიჯეროს, რომ ბიძინასთან რეფორმებს დაალაგებს და სამშობლოს გადაარჩენს - აბა პარლამენტში მინდა და ბიძინას წინასწარ ვაგებინებ, ეგებ ბარიერის გადალახვაში დამეხმაროსო ხომ არ იტყვის.


ყველა მასე არ შვება? გია ჯაფარიძე, რომელიც ჩემთან ერთ ხმაში ამხელდა მიშას და მის მავნებლობებს, დღეს მისი მარიონეტია და ამას დიადი ამოცანებით ამართლებს - სინამდვილეში უბრალოდ მის წონაზე ცოცვის გარდა, სხვა "პრასვეტი" არ გააჩნია.ყველა პარაზიტი დიადი ამოცანებით ამართლებს უპრინციპობას, სინამდვილეში უბრალოდ პარლამენტარის უნიფორმაზე ანძრევენ, აი როგორც ბავშვებს რომ ზღაპრის გმირების კაბები უხარიათ და არ იხდიან - ეგრე.იმის თქმა მინდა, რომ რიგითი პარაზიტია და ძაანაც ნუ გადაირევით.


ჟურნალისტებს ბლატაობის ნაცვლად საკითხის ცოდნა მოეთხოვებათ. შარლ მიშელის ხელმოწერამდე შევიდნენ ესენი პარლამენტში. კი არ "დაიწყეს" შევიდა შარლ მიშელამდე გირჩი პარლამენტში - იტყუება იაგო. ანუ შარლ მიშელის ხელმოწერამდე შევიდნენ."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "კვირის ფორმულა", სადაც "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია და გადაცემის წამყვანები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.








0
621
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
621