საზოგადოება „დედაჩემი პრინცესაა, ჰგონია, რომ მე ვარ დედამისი და იფერებს! პერიოდულად სამედიცინო აბხოდს ვუწყობ“ - მოროშკინა 8 ოქტომბერი, 21:13 . ჩემთვის თბილისი პლეხანოვზე თალესის იახტით იწყებოდა, რომელსაც ის 8 წელი ხელით აშენებდა.
ყოველ უქმეებზე მეგობრები აკითხავდნენ და პურ-მარილი იშლებოდა.
ან რა ლექსები, ან რა სიმღერები, ან რა ხალხი, ან რა ხაჭაპურები და ლობიანები, დედაჩემი რომ საგულდაგულოდ და სიყვარულით აცხობდა.
-დედა, არ დაიღალე, ყოველ შაბათ-კვირას ამდენი ხალხის გამასპინძლებით?
-არა, ნახე როგორი ბედნიერია ყველა?
ბედნიერება და ბავშვობა ჩემთვის სინონიმებია.
თბილისი და სიყვარულიც,
ოჯახიც და მეგობრებიც.
იახტის ადგილას ახლა გერმანიის საელჩოა...
მე კი ის თბილისი მენატრება...
.
სულ მენატრება ჩემი ორივე და
ხან ერთი ჩამოდის, ხან მეორე, ოღონდ ძალიან იშვიათად...
სამივე ვერასოდეს შევიკრიბეთ თბილისში.
ნინო მოროშკინა განსაკუთრებულია სილამაზით, ნიჭით, სიბრძნით, პასუხისმგებლობის არნახული გრძნობით.
.
ნინოც და Sophie Moroshkina (ჩვენი უმცროსი ლამაზუნა და უმაგრესი და) ძალიან საპასუხისმგებლო თანდებობებზე არიან ევროპაში.
მე ისღა დამრჩენია სულ მენატრებოდნენ და ჩვენს საერთო, ვაჩნაძეულ გენეტიკას ვაძლიერებდე ქიზიყში ...
მიყვარხართ!
P.S.დღეს ენები მოვიტეხეთ
.
ვინც დედაჩემს იცნობს, იცის მისი ფაქიზი ბუნების ამბავიც. ის პრინცესაა, მე მისი ერთგული პაჟი (სხვა რა გზაა?)
საერთოდ გონია, რომ მე ვარ დედამისი და იფერებს, ხოდა პერიოდულად კარგ პროფილაქტიკურ სამედიცინო "აბხოდს" ვუწყობ.
.
- Katsiashvili Malkhaz დედას მოვიყვან რა...
-მანჩოს რათ უნდა შენი მოყვანა, ისედაც სულ ველი...
-რავი, ხომ იცი, უყვარს მე რომ მოვასრიალებ კომფორტით...
მოკლედ მივსრიალდით.
ვხედავ მალხაზს ხელკავით მოყავს ხანშიშესული ქალბატონი.
-კაი რა ბებო, კარგი რა, ასე უნდა გამიხეთქო გული?
-არა ბებო, გენაცვალა,
უბრალოდ ასეთი ექიმი რომ გვყავხარ ხშირად მინდება მოსვლა...
-მალხაზ! ყველა პაციენტს თუ ასე გადაყევი, რაღა დარჩება შენგან?-
წავისისინე მე.
- Он врач от бога!
ამიტომაც ყვება ხალხს ასე! - ჩაერთო მანჩო და ჩაეხუტა მის არაერთგზის გადამრჩენს.
-მალხაზ, эту дуру тоже посмотри ну, у нее никогда нет времени, Mon cher...
- elle est en bonne santé, ne t'inquiète pas...(ვაიმე ვგიჟდები ამათ სამენოვან ჟღურტულზე)
ამჯერად მალხაზმა მანჩოს ქერა თავი გამოიკვლია და უყურებს სურათს:
-შეხედე სულ თაზაა, მანჩოს ტვინი ახალივითაა...
-ახალივით იქნება რაში იყენებს რო?
გულიანად ვიღადავეთ თემაზე, სანამ პაციენტი გამოგოგმანდა ოთახიდან.
-Опять подшучиваете да?
ჩვენ ვკვდებით სიცილით....
ზოგადად მალხაზთან არ კვდებიან! (მხოლოდ სიცილით)
მის კლინიკაში ყველაზე დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ალბათ იმიტომ რომ ექიმი თავისი საქმის გურუ და იუმორით სავსე კეთილი ადამიანია!
.
223 შეფასება არ არის
უნიკალური აღმოჩენა კახეთში - დავითგარეჯის კომპლექსის უცნობი ეკლესია, მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს "2023 წელს უცხოპლანეტელები უნდა ესტუმრონ დედამიწას, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?" - რას პასუხობს კითხვას ანომალური მოვლენების მკვლევარი |