x
image
ზაზა ბულია
რა არის ფანატიზმი?

imageფანატიზმი მხოლოდ სარწმუნოებას არ მოიცავს. ფანატიკოსი არის ადამიანი, რომელიც ღრმად ირწმუნებს რაიმე საკითხს და არ უფიქრდება მას, არ შეიცნობს ემპირიულად. მას ღრმად სწამს ან სჯერა რაღაცის და ეს იმდენად გამჯდარია მასში, რომ არ იღებს საპირისპირო მოსაზრებებსა და არგუმენტებს, შესაბამისად, არც იმაზე აქვს პასუხი, რატომ სწამს. ამიტომაც ახასიათებთ ფანატიკოსებს საკუთარი აზრებისა და რწმენის მალე შეცვლა. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს იმდენად ღრმად სწამთ რაღაცის, რომ არც კი ფიქრობენ რატომ. შესაბამისად, ფანატიკოსი ნაკლებად კრიტიკულია იმის მიმართ, რასაც ის ჭეშმარიტებად მიიჩნევს. თავისთავად, ფანატიზმი გულისხმობს დაუფიქრებლობას რწმენის მიმართ. ამას კი რადიკალურ განწყობილებამდე მივყავართ. ფანატიკოსი იცავს ამ რწმენას, მაგრამ არ იცის რატომ. ის იმდენად არაკრიტიკულია, რამდენადაც ღრმად აქვს რწმენა გამჯდარი. გამოდის, რომ რწმენა ბატონობს ადამიანზე და არა ადამიანი რწმენაზე. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი აზროვნება, რათა სწორად აირჩიოს რწმენის საგანი. არის შემთხვევები, როცა ფანატიზმური რადიკალიზმი მორალად იქცევა. ეს შეიძლება იმ გარემოს ბრალი იყოს, რომელშიც ფანატიკოსი აღიზარდა, რადგან რთულია შეეწინაღმდეგო იმას, რაც ღრმა ასაკიდან გაქვს ჩანერგილი.გამოდის, ფანატიზმს არ ახასიათებს ობიექტურობა. ის თავიდან ბოლომდე სუბიექტური განწყობილებითაა გაჯერებული. ფანატიზმისაგან გასათავისუფლებლად ადამიანმა უნდა დაიწყოს ფიქრი და ეცადოს იპოვოს კითხვაზე პასუხი "რატომ?".




0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:ზაზა ბულია
ზაზა ბულია
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0