x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რას ნანობდა ჰიტლერი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე? – ფიურერის უკანასკნელი ინტერვიუ

ჰიტლერის თვითმკვლელობამდე, 1 დღით ადრე, 1945 წლის 29 აპრილს, შვეიცარიელი ჟურნალისტი კურტ შპეიდელი ფიურერის ბუნკერში, პარტიული კანცელარიის ხელმძღვანელის მარტინ ბორმანის მიწვევით მოხვდა. ინტერვიუს შემდეგ, მან ვერ შეძლო რაიხის კანცელარიის სარდაფებიდან ამოსვლა, რადგან წითელმა არმიამ ბერლინის ეს ნაწილი ალყაში მოაქცია... და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჟურნალისტი ბერლინის ერთ–ერთი მიწისქვეშა გასასვლელის ნანგრევების ქვეშ მოყვა. ხოლო, მისი ბლოკნოტი, ჰიტლერთან საუბრის ჩანაწერით, უბრალოდ, სხვა დოკუმენტების გროვაში ჩააგდეს და სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების მუზეუმის არქივში გაგზავნეს. ის ხელუხლებლად, 1995 წლამდე იყო, ვიდრე ერთ–ერთმა ცნობისმოყვარე მკვლევარმა, მისი გაშიფვრა არ მოინდომა.


image


შპეიდელის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ჰიტლერი იმ დღეს დათრგუნული იყო, თუმცა კითხვებზე ვრცლად პასუხობდა. პირველი კითხვა ომის საფრთხეს ეხებოდა. ჟურნალისტს აინტერესებდა, აცნობიერებდა, თუ არა ჰიტლერი, ომის საფრთხეს, რომელიც ევროპაში, NSDAP-ის (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) აღზევების შემდეგ შეიძლება მომხდარიყო. მიზეზი კი რა თქმა უნდა, «ვერსალის ხელშეკრულება» გამო შურისძიება უნდა ყოფილიყო. ფიურერმა უპასუხა, რომ მან კარგად იცოდა, ომის ყველა რისკი და გარდაუვალობა, რომელშიც, ან უნდა გაემარჯვა, ან დაღუპულიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიურერი ფანატიზმით იყო შეპყრობილი.

შემდეგი კითხვა გერმანიის ბედს ეხებოდა. უკვე ცხადი გახდა, რომ ქვეყანა განწირული იყო. თავად ფიურერმა, 22 აპრილს განაცხადა, რომ ომი წაგებული იყო. თუმცა, გერმანიის დამარცხება, ნაციზმის დამარცხებად არ მიიჩნია. ის თვლიდა, რომ ნაციზმის აღორძინება მომავალ საუკუნეში აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ არა გერმანიაში, არამედ, აღმოსავლეთში – შესაძლოა, რუსეთშიც კი... და ის, დარწმუნებული იყო ამაში.

ასევე, საინტერესოა მისი პასუხი იმაზე, იყო თუ არა, ეს ომი საჭირო? აქ ჰიტლერმა ისევ ბრიტანელების (ბრიტანელებში ის, ინგლისელებს გულისხმობდა, ოკეანის ორივე მხარეს) და «მსოფლიო ებრაელობის» დადანაშაულება დაიწყო. მისი თქმით, სწორედ მათ «შეუწყოს ხელი, ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობას განვითარებას».

ხოლო, მარცხის ძირითად მიზეზად, გერმანიის გენერალიტეტის ღალატი დაასახელა და მტკიცებულებად, მასზე 1944 წლის 20 ივლისის თავდასხმა მოიყვანა!

ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, მაშინ აბვერის ხელმძღვანელი, ადმირალი კანარისი, სარეზერვო არმიის მეთაურის მოადგილე ფრიდრიხ ოლბრიხტი, ფელდმარშლები ფონ ბრაუჰიჩი და ფონ ვიცლებენი, გენერლები ფონ ტრესკოვი, ჰალდერი, ბეკი და ჰოპნერი მონაწილეობდნენ. მთავარი შეთქმული კი, ომის გმირი პოლკოვნიკი ფონ შტაუფენერგი იყო. მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, იცოდა გენერალმა რომელმა და ფელდმარშალმა ფონ ბოკმა, მაგრამ ისინიც ჰიტლერის თავიდან მოცილების მომხრენი იყვნენ და ამიტომ, ფიურერს არაფერი უთხრეს.
«და სტალინმა რა გააკეთა — ადამიანი, რომელსაც ახლა უზომოდ პატივს ვცემ? მან წითელი არმიის რიგებში წმენდა მოაწყო და «დამპალი» არისტოკრატები თავიდან მოიშორა!» — პათეტიკურად წამოიძახა ამ დროს ჰიტლერმა.

მან თავი აარიდა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ებრაელების და სხვა ხალხების გენოციდს ეხებოდა. ჰიტლერმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ პერიოდში, მას ყველაზე ნაკლებად დაღუპულთა ბედი აწუხებდა.

ბოლო კითხვა იმას ეხებოდა, თუ რას ნანობდა ის, წაგებული ომის შემდეგ? ამაზე ფიურერმა თქვა, რომ SA (სამხედრო ფორმირება – Sturmabteilung – ყავისფერპერანგიანები) დაშლა და «გრძელი დანების ღამე», მისი საბედისწერო შეცდომა იყო, რადგან დაჯგუფების ხელმძღვანელი ერნსტ რემი*, რომელიც მისი ბრძანებით დახვრიტეს, მას ახლა განსაკუთრებით გამოდგება. ჰიტლერი ფიქრობდა, რომ რემის ომში გარდატეხის შეტანა შეეძლო. მეტს ის, არაფერს ნანობდა...

* რემი ჰიტლერის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ფიურერს ოპოზიციაში ჩაუდგა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რემი სამხედრო ფორმირებას ხელმძღვანელობდა და ზეპარტიული «სახალხო მილიციის» შექმნას აპირებდა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქრისტეს ხორცი და ღვთისმშობლის რძე – რელიკვიები, რომლის შესახებ, ცოტამ თუ იცის

* რატომ აკვნეტს დედა კატა კნუტებს ულვაშებს? – საინტერესო ფაქტი კატების შესახებ

* ყველაზე შავ–ბნელი დღე უახლეს ისტორიაში

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
573
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
573
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0