x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138964
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
5 პროდუქტი, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას აძლიერებს: კანს აუმჯობესებს
როცა კანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება კანის მოვლის კოსმეტიკა, სხვადასხვა პროცედურები და ა.შ. სინამდვილეში, ამ საკითხში კვებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.



image



კოლაგენი ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება, მაგრამ ზოგიერთ პროდუქტს შეუძლია გაზარდოს მისი რაოდენობა და გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა. დიეტოლოგი ბიანკა ტამბურელო FRESH Communications-დან გვირჩევს, დავაკვირდეთ, რას ვდებთ თეფშზე.



თევზი

როცა საქმე ეხება კოლაგენის ბუნებრივ წარმოებას, თევზი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც საყიდლების სიაში შეგიძლიათ ჩართოთ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ თევზის კოლაგენი ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს.



ციტრუსი


არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც შეიცავს C ვიტამინს და ეს, რა თქმა უნდა, ციტრუსია: ლიმონი, ფორთოხალი, ლაიმი და გრეიპფრუტი. რა ფორმითაც არ უნდა მიიღოთ, კანისთვის სასარგებლო იქნება. გამოდის, რომ C ვიტამინი ხელს უწყობს კოლაგენის შენარჩუნებას და დიდ როლს ასრულებს ორგანიზმში მის წარმოებას.



image



კვერცხი

გარდა იმისა, რომ კვერცხი შეიცავს პროლინს, თუთიას და გოგირდს, ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობს. თუთია ძირითადად გვხვდება კვერცხის გულში, ხოლო პროლინი და გოგირდი კვერცხის ცილაში კონცენტრირებულია. მხოლოდ კვერცხის ცილის მიღებაც დიდ სარგებელს მოგიტანთ.



ძვლის ბულიონი

კოლაგენის შემცველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია. ძვლის ბულიონი სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ, თუმცა ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება.



ლობიო

არსებობს მრავალი ვეგანური ცილის წყარო, რომელსაც შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს კოლაგენის წარმოებისთვის საჭირო ამინომჟავები, და ლობიო ერთ-ერთი ასეთი წყაროა. ის შეიცავს არა მხოლოდ ამინომჟავებს, რომლებიც კოლაგებს ქმნიან, ასევე სპილენძს.



ასევე დაგაინტერესებთ:

შედეგი სახეზეა: როგორ მოვიშოროთ აკნე კვების და მედიტაციის დახმარებით

„სიკვდილის სამკუთხედი“ სახეზე: სად მდებარეობს და რა საფრთხეს შეიცავს

იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?

როცა ცხვირ–ტუჩის ნაკეცი გამიჩნდა, დაფნის ფოთლით ნიღბების გაკეთება დავიწყე. 6 თვეში ნაოჭები გაქრა

15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს


0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
83