სხვა 13 წლის გოგონამ ტუალეტის ჩარეცხვაზე დავის გამო და მოკლა 2024, 7 ოქტომბერი, 18:52 ![]() შეერთებულ შტატებში 13 წლის გოგონამ უმცროსი და დანით მოკლა ტუალეტის ჩარეცხვაზე ატეხილი კამათის გამო. აშშ-ში, მიჩიგანში, გოგონამ კამათის დროს შვიდი წლის და მოკლა. ინფორმაციას Fox 2 ავრცელებს. დილით დების მშობლები სახლიდან გავიდნენ და 13 წლის ქალიშვილი უმცროსის მოსავლელად დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონებს შორის კამათი აბაზანაში დატოვებული წერილით დაიწყო. მისი ზუსტი შინაარსი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი იყო ტუალეტის ჩარეცხვაზე უფროსი და ისე გაბრაზდა უმცროს დასზე, რომ აბანოსთან ჩაუსაფრდა ორი დანით და თავს დაესხა. ამის შემდეგ მან მაშინვე დაურეკა მამას, შემდეგ პოლიციას და უთხრა, რაც გააკეთა. შვიდი წლის გოგონას ათი ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფროს დას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს და სასამართლოში წარდგება. ![]() ![]() 94 2-ს მოსწონს
|