x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორი ავტომობილებით გადაადგილდებიან მილიარდერები?
კარგად მოგეხსენებათ, რომ ავტომობილი ეს არის გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი, სწრაფი და კომფორტული საშუალება. პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო საშუალებაში).




image




როგორი აუცილებელია დღეს ავტომობილის არსებობა ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, ყველა დამეთანხმებით. თან, მწარმოებლები წლებთან ერთად მის ყველაზე კომფორტულ და დახვეწილ ვერსიას გვთავაზობენ. სამწუხაროდ, ახალი, კომფორტული და კარგი ავტომობილის ფლობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფინანსებზეა დამოკიდებული, მაგრამ საინტერესოა, როგორი ავტომობილებით გადაადგილდებიან მსოფლიოს ცნობილი მლიარდერები, ვისაც ფულზე ფიქრი, (არაპირდაპირი მნიშვნელობით) ყველაზე ნაკლებად ადარდებთ?





როგორი ავტომობილებით გადაადგილდებიან მილიარდერები?





1. კარლოს სლიმ ჰელუ. image



ქონება: 49, 7 მილიარდი $.

მექსიკელი სატელეკომუნიკაციო გიგანტი მართავს Bentley Continental Flying Spur-ს, რომლის ღირებულება დაახლოებით $300, 000 ღირს.


image








2. ბილ გეითსი. image

ქონება: 84, 5 მილიარდი $.


Microsoft-ის დამფუძნებელი მართავს Porsche 959 Coupe-ს. ამ მანქანის 230 მოდელი შეიქმნა და თითოეული მათგანი 200 000 დოლარი ღირს.

image








3. მარკ ცუკერბერგი. image


ქონება: 54, 6 მილიარდი $.


Facebook-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა 2014 წელს გაყიდა თავისი ძველი Honda Accord და იყიდა ახალი Volkswagen GTI მექანიკური ტრანსმისიით 30000 დოლარად.

image








4. ინგვარ კამპრადი. image


ქონება: 39, 3 მილიარდი $.


Business Insider-ის ცნობით, თუ Ikea-ს დამფუძნებლის Volvo 240-ს გაყიდით, ის მხოლოდ $1500 ეღირება.

image








5. ლარი ელისონი. image


ქონება: 50, 3 მილიარდი $.


Oracle-ის დამფუძნებელი F1 McLaren-ის მფლობელია. ამ მანქანის წარმოება 1998 წელს შეწყდა და მხოლოდ 106 ცალი გამოვიდა. ამ მანქანას შეუძლია 0-100 კმ/სთ სიჩქარის გავითარება სულ რაღაც 3, 2 წამში. ამჟამად მისი ღირებულება 4, 1 მილიონი დოლარია.


image

0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0