სხვა რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ? 2024, 15 ოქტომბერი, 14:08 ყველას გაქვთ ნანახი ისტორიული პიროვნების პორტრეტები, ბევრი თუ მცირე დაკვირვების შემდეგ კი ალბათ აღმოგიჩენიათ ლიდერების, მეფეების, იმპერატორების, გენერლების უჩვეულო თვისება- ხელის პოზიცია, რომელსაც მალავდნენ ტანსაცმლის ქვეშ. დღეს მსგავს პოზიციაში არავინ იღებს ფოტოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს უწინ ნამდვილი ტენდენცია იყო.
![]() დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე საინტერესო თეორიას, თუ რას აღნიშნავდა ეს ჟესტი. რატომ მალავდნენ ისტორიული პირები ხელს პერანგის ქვეშ?1. ძველი ბერძნული ეტიკეტის მახასიათებლები. ![]() ეშინი, რიტორიკის სკოლის დამფუძნებელი და უძველესი ათენელების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი მკაცრად იძლეოდა რეკომენდაციას სიტყვიერი გამოსვლის დროს ხელი დამალული ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ეს რეკომენდაცია ძალიან დამაჯერებელი აღმოჩნდა და 2000 წლის განამვლობაში გვხვდებოდა ორატორობის შემსწავლელ სახელმძღვანელოებში. 2. კლასიკური პოზის მოდა. ![]() 3. იმპერატორზე ორიენტაცია. ![]() მაგალითად, ნაპოლეონმა მისი ერთ–ერთი ცნობილი პორტრეტისთვის სულაც არ იპოზიორა რომ დაეხატად. იმ დროისათვის, ევროპის ყველაზე სახელგანთქმულმა მხატვარმა ჟაკ-ლუი დევიდმა შეძლო იმპერატორი აღედგინა საკუთარ მეხსიერებაში, პოზაც თავად შეურჩია და დახატა. ![]() ნაპოლეონს ძალიან მოეწონა პორტრეტი და მხატვარს გულითადი მადლობაც გადაუხადა. იმპერატორის მიმდევრებმა და თაყვანისმცემლებმა კი უბრალოდ გაიმეორეს მისი პოზა თავიანთი პორტრეტებისთვის. 4. მოხერხებული პოზა ფოტოსთვის. ![]() ![]() შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომის დროს სამხედრო მსახურებიც იღებდნენ ფოტოებს მსგავს პოზაში. მსგავს პოზიციაში ფოტო აქვს კარლ მარქსაც. XIX საუკუნის მიწურულს კი მოდამ ცვლილება განიცადა, თუმცა არა სტალინისთვის, მასაც აქვს მსგავსი პორტრეტი. 5. მასონების ნიშანი. ![]() კიდევ ერთი, ბოლო ვერსიის თანახმად ხელის ეს პოზიცია მასონთა ნიშანს წარმოადგენდა. ეს ჟესტი მათი იდენტიფიკაციისთვის შეიქმნა. ის ასევე განსაზღვრავს იერარქიის დონესა და შესრულებულ მისიებს. მაგალითისთვის გთავაზობთ ავსტრიელი კომპოზიტორის, მუსიკოს–ვირტუოზის მოცარტის პორტრეტს, რომელიც ასევე იყო მასონი. ![]() 268 4-ს მოსწონს
|