ნამცხვრები ხაჭოს ნამცხვარი (ფუმფულა და გემრიელი) 4 ოქტომბერი, 8:32
მასალა ცომისთვის (ამ მასალით 14 ცალი ნამცხვარი გამოდის): ფქვილი — +/– 260 გრ. გამაფხვიერებელი — 1 ჩ.კ. შაქარი — 50 გრ. მარილი — 1 მწიკვი ვანილი — 1 ს. კ. ცივი კარაქი — 150 გრ ცივი არაჟანი — 150 გრ მასალა გულსართისთვის: ცივი ხაჭო — 300 გრ. შაქარი — 50 გრ ვანილი — 1 ს. კ. 1 ცილა — (ან 1 ს/კ არაჟანი) სახამებელი ან ფქვილი — 15 გრ. გადასასმელად — 1 გული + 2 ჩ.კ. რძე (სურვილისამებრ) + 1 ჩ. კ. ვანილინი მომზადება: I. თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილინი, შაქარი და ყველაფერი ერთმანეთს შეურიეთ> დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი და ხელით შეურიეთ ფქვილს, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ > დაამატეთ არაჟანი > მოზილეთ ცომი (დიდხანს ზელა არ უნდა, უბრალოდ რომ შეიკრას) > მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და 30 წ. შეინახეთ მაცივარში. II. მოათავსეთ თასში ხაჭო და დაჭყლიტეთ ჩანგლით > დაუმატეთ შაქარი, ვანილინი (სურვილის შემთხვევაში, ლიმონის ცედრა), კვერცხის ცილა (გული ზემოდან გადასასმელად გადადეთ), ან 1 ს. კ. არაჟანი > ერთმანეთს კარგად შეურიეთ > დაუმატეთ 15 გრ. ფქვილი ან სახამებელი (თუ გულსართი თხელი გამოვა, კიდევ ცოტა ფქვილი დაამატეთ) სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ქიშმიშიც დაამატოთ, ხაჭოს ძალიან უხდება. III. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გააბრტყელეთ, დაახლოებით, 2–3 მმ-ის სისქეზე, მიეცით მართკუთხედის ფორმა > ცენტრში, მთელ სიგრძეზე, მოათავსეთ გულსართი > გულსართს გადააფარეთ ცომი, ჯერ ერთი გვერდიდან, შემდეგ მეორიდან და ცომის კიდე ქვემოთ შეუკეცეთ, ისე რომ არ ჩანდეს.
IV. მიღებული ხვეული დაჭერით ბასრი დანით 14 ნაწილად > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > გადაუსვით ზემოდან, ცოტაოდენ რძეში და ვანილინში გაზავებული კვერცხის გული > გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღყმელში.
V. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, შეგიძლიათ მოაფოფქოთ შაქრის პუდრი.
არხის სხვა სიახლეები:* ატლანტიდას იდუმალი ლითონი, რომელიც ძველ ბერძნულ წყაროებშია ნახსენები* მეტად უცნაური და არაადეკვატური ფაქტები ჩვენი წარსულიდან* მათთან ერთად ცხოვრება, ნამდვილად რომ სახალისოა... (20 ფოტო)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ120 1-ს მოსწონს
|