სისხლის სამართალი აშშ-ში უდანაშაულო ძმები 24-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს 3 ოქტომბერი, 15:39 აშშ-ში უდანაშაულო ძმები 24-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს. შეერთებულ შტატებში, ქალაქ გრინ ბეის ორი უდანაშაულო ძმა, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, გაამართლეს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს. დევიდ და რობერტ ბინცების საქმე 1987 წელს დაიწყო. 1987 წლის 3 აგვისტოს სანდრა ლესონი, (ქვემოთ ფოტოზე)ორი შვილის დედა, სახლში არ დაბრუნდა ბარ Good Times-დან მუშაობის შემდეგ. ლესონის ცხედარი იპოვეს მეორე დღეს მაჩიკანეს ტყეში, სამუშაო ადგილიდან 30 მილის დაშორებით. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჯერ სცემეს, სექსუალურად იძალადეს და ბოლოს მოახრჩვეს. მიუხედავავად იმისა, რომ ეძებდნენ მამაკაცს, რომელთანაც ერთად იგი ბოლოს ნახეს ბარში, მისი მკვლელობა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაუხსნელი რჩებოდა. 1998 წელს ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთმა პატიმარმა უთხრა დაცვას, რომ მისმა თანასაკნელმა დევიდ ბინცმა დანაშაული აღიარა. ბინცი და მისი ძმა რობერტი იმ ღამეს იმყოფებოდნენ Good Times-ის ბარში, როცა ლესონი გაუჩინარდა და პოლიციამ მოწმის სახით დაკითხა. სასამართლოს ჩანაწერების თანახმად, დევიდი და მისი ძმა რობერტი 2000 წელს დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ფიზიკური მტკიცებულება, რომელიც მათ მკვლელობასთან აკავშირებდა. ორივეს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. 2023 წელს, Wisconsin Innocence Project-მა(უდანაშაულობის პროექტი) დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის გენეტიკური პროფილი შექმნა და ატვირთა იგი სპეციალურ მონაცემთა ბაზაში. ამრიგად, მისმა თანამშრომლებმა მოახერხეს ნამდვილი დამნაშავის აღმოჩენა - ის გახლდათ უილიამ ჰენდრიქსი. ძმები უდანაშაულოები აღმოჩნდნენ: მათ უკანონოდ გაატარეს 24 წელი ციხეში. 27 სექტემბერს ძმები ბინცები გაათავისუფლეს. მათი ადვოკატების თქმით, მამაკაცები სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ. რობერტმა თქვა, რომ ოცნებობს რაც შეიძლება მალე წავიდეს Green Bay Packers-ის თამაშზე. ძმები მართლმსაჯულების გადაცდომისთვის კომპენსაციის მოთხოვნას გეგმავენ. 229 3-ს მოსწონს
|