ქალი და მამაკაცი "სიყვარულით როგორ დავკავდე?" - გრიგორი ლეპსი თავის 18 წლის საცოლეს დაშორდა 3 ოქტომბერი, 11:27
სულ რაღაც სამიოდე თვის წინ, ვწერდით, რომ 61 წლის ქართული წარმოშობის მომღერალი გრიგორი ლეპსი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის(МГИМО )18 წლის(ზოგი წყაროს მიხედვით 21 წლის) სტუდენტზე ავრორა კიბაზე ქორწინდებოდა.
როგორც წყაროებში წერდნენ, მაჭანკლობა "დიდსულოვნად" მოხდა თავად გოგონას მშობლების მხრიდან: წყვილმა შეხვედრა დაიწყო გოგონას მშობლების თანხმობით, რომლებმაც თავიანთი ქალიშვილი მომღერალს გააცნეს. თუმცა სულ ახლახან ცნობილი გახდა, წყვილი 43 წლიანი სხვაობით ერთმანეთს დაშორდა. მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ახალი ურთიერთობა ახალგაზრდა შეყვარებულთან კრახით დასრულდა. წყვილს დაშორება მოუწია. ახლა ისევ მარტოხელა და თავისუფალი კაცია და ძვირადღირებული საჩუქრებით აღარავის ანებივრებს. „ახლა ვისვენებ. მუშაობის წინ სიყვარულით როგორ დაკავდე?”, - აღნიშნა მომღერალმა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოს ევროკავშირმა განცხადება გააკეთა: მომღერლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მისი მთელი ევროპული ქონება გაიყინა. მას ასევე აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა. სულ ახლახანს, 8 თებერვალს, აშშ-ს ხაზინამ ლეპსი ამოიღო სიიდან, რაც გარკვეულ შეზღუდვების დაწესებას ნიშნავს. გრიგორი ლეპსი(ნამდვილი გვარი ლეფსვერიძე) დაიბადა ქართველის ოჯახში, ქალაქ სოჭში, იმ დროისთვის უკვე რუსეთის ფედერაციაში. გრიგორი ლეპსს პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან და სასმელთან დაკავშირებით. მას ექიმებმა აუკრძალეს თუნდაც ერთი დოზის მიღება და სასმელი. მოსკოვში გამგზავრების შემდეგ მან წარმატებებს მიაღწია სიმღერაში (ადრეულ პერიოდში მღეროდა რესტორნებში) და რამდენიმე ჰიტი ჩაწერა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეგრეთ წოდებულ "ქურდულ სამყაროში". 280 3-ს მოსწონს
|