x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემთან ზეციური ამბებია... მირეკავენ ჩემი მეგობრები მოსკოვიდან, მეუბნებიან, რომ...“ - ლალი მოროშკინა
image

.

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა პოსტივის შუადღის გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო, სადაც მან ზეციური დამთხვევის შესახებ ისაუბრა. ამბავი მის უმცროს შვილს და მის ახლანდელ რძალს უკავშირდება. მათ ქორწილი რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ.

.


„ჩემს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევა და ზეციური ამბებია. როცა ამას ვყვები, ყველას ჰგონია, რომ ზღაპარია, არადა მართლა ხდება.

2016 წელს მოსკოვში გამოვეცი წიგნი, წავიყვანე უმცროსი შვილი, ძალიან მიპროტესტებდა. ჩემი მოტივაცია იყო, რომ ბოლოს და ბოლოს წინაპრების საფლავებია იქ და ვანახვებ-მეთქი.

.

ყოველთვის ძალიან ბევრს კითხულობდა, მაშინ ახალი წაკითხული ჰქონდა ბულგაკოვი. მეუბნება, მოდი იქ მივიდეთ ე.წ. პატრიკებზე და გადავიღოთ ეპოქალური ფოტო. დავსხედით მე, ჩემი შვილი და მეგობარი, გადავიღეთ ფოტო და უცებ გაბრუნდა, თითი სადღაც სარკმელისკენ გაიშვირა, აქ კი ვიცხოვრებდიო. ვინც ეს ადგილი იცის, ეცოდინება, რომ ძალიან ძვირიანი უბანია და ვერაფრით შევძლებდით, ყველაფერი რომც გაგვეყიდა.

.

გადის ხანი, მირეკავენ ჩემი მეგობრები მოსკოვიდან, მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი პარტნიორები გვყავსო და ყველას ერთად უნდა საქართველოს ნახვაო. რომ ჩამოვიდნენ ჩემს სასტუმროში ძალიან მომეწონა ერთი გოგო, ამ დროს სასტუმროში არ იყო ჩემი უმცროსი შვილი, ვურეკავ, გამოდი, ყველა აქ ვართ-მეთქი. ჩამოვიდა და დარჩა, სიყვარული და ამბავი.

.

შარშან, ამ გოგოს გარდაეცვალა ბებია. წავედი დასაფლავებაზე, გავიხედე და ზუსტად იმ სარკმელში ცხოვრობს, საითაც ჩემმა შვილმა ხელი გაიშვირა, იქ ცხოვრობდნენ“, – ამბობს ლალი მოროშკინა

2
1113
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1113
  
10 ოქტომბერი, 14:39
რა საცოდავი ხარ ლალი და შენზე საცოდავი ისინი არიან ვისაც ამ მარაზმის კითხვა და შენი გაპიარება სიამოვნებს....
3 ოქტომბერი, 18:25
მე მგონი საბოლოოდ დადებილდა
0 1 2