x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვანგას რჩევა: როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივი ნემსი სანუკვარი სურვილების ასახდენ ჯადოსნურ ჯოხად

image


ძნელია სახლში იმაზე უფრო გამოყენებადი ნივთის პოვნა, ვიდრე ნემსია. როგორც ასობით წლის წინ ის ჩვენი ნანოტექნოლოგიის ეპოქაშიც კი კვლავაც ერთგულად გვემსახურება, ხოლო ნემსთან დაკავშირებულ რიტუალებს ისინიც კი მკაცრად იცავენ, ვინც მის მიმართ უკიდურესად სკეპტიკურად არის განწყობილი. ერთი შეხედვით, ნემსი საკმაოდ პროზაული ნივთია, თუმცა ის ისეთი უბრალოც არ არის. მას გააჩნია წარმოუდგენელი ძალა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი სასწაულების მოხდენა. საქმე მის მასალასა და გასაოცარ ფორმაშია. ფოლადი, როგორც სკოლის ფიზიკიდან ვიცით, ელექტროენერგიის ცუდი გამტარია, ხოლო აი, ენერგიის ნაკადისთვის უფრო მგრძნობიარე გამტარის პოვნაც კი ძნელია, ვინაიდან ის მას თავისკენ მაგნიტივით იზიდავს.


image


საკმარისია ნემსი ხელში აიღოთ, რომ ენერგიის ნაკადი, რომელსაც მასთან იზიარებთ, მთავარი ძალის ცენტრისკენ - ყუნწისკენ წარიმართოს. ის აძლიერებს ამ ნაკადს და "ტენის" არა მხოლოდ იმას, რასაც ეხება, არამედ მის ირგვლივ არსებულ სივრცესაც, ის ასევე გადასცემს სამყაროს ჩვენს ფარულ აზრებს, ოცნებებს, შფოთვებსა და იმედგაცრუებებს...


image


ვანგა ტყუილად როდი ამბობდა რომ მნიშვნელოვანია ნემსი ხელში მხოლოდ კარგ ხასიათზე ყოფნის დროს ავიღოთ და მაშინ ის, ძალიან მარტივად იქცევა ჩვენი სურვილების ასრულებაში ძლევამოსილ დამხმარედ, და რომელ ჩვენგანს არ სურს, რომ ჩვენი სანუკვარი სურვილები ბოლოს და ბოლოს ასრულდეს?! ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ეს ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ყველაფერი რაც საჭიროა - არის ახალი ნემსი, გრძელი ძაფი, ნებისმიერი პირადი ნივთი, ცოტა მოთმინება და რწმენა, რომ სურვილი აუცილებლად ახდება. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი, საიდუმლოებით მოცული, ლეგენდარული ბულგარელი ნათელმხილველი გვირჩევს ჯადოსნური ნემსი ცალკე შევინახოთ და ის მხოლოდ სურვილების ასასრულებლად გამოვიყენოთ, რადგან ყოველ ჯერზე მისი ძალა სულ უფრო გაიზრდება.


image



დაშალეთ გრძლად ძაფის გორგალი, გახსოვდეთ, რომ ის 40 ნაკერისთვის უნდა გეყოთ. პროცედურისთვის შეარჩიეთ ყველაზე ჩვეულებრივი, ნატურალური ძაფი, სასურველია რომ ის იყოს თქვენი საყვარელი ფერი. ძაფის ნემსის ყუნწში გაყრით, სთხოვეთ სამყაროს დახმარება, გაახმოვანეთ თქვენი სურვილი და გააკეთეთ პირველი ნაკერი. ნემსი უნდა დაამაგროთ ქსოვილზე და გადადოთ თქვენი ჯადოსნური ხელსაქმე მომდევნო დღისთვის.


image


მეორე დღეს - მეორე ნაკერი, შემდეგ მესამე, თანაბარი მიმართულებით უნდა აკეთოთ ეს ნაკერები, და ასე 40 დღის განმავლობაში. ბოლო ნაკერისას 4-ჯერ უნდა გაიმეოროთ თქვენი სურვილი და გააკეთოთ კვანძი. ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დამატება: თუ ძაფი ადრე დაგიმთავრდებათ, ახლის აღება არ შეიძლება და ჯადოსნური ხელსაქმის შეწყვეტა მოგიწევთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ინერვიულოთ, ეს მხოლოდ იმის მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ თქვენი სურვილის შესახებ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა მისი ასრულება, დაამატეთ მას მეტი დეტალი და ნიუანსი. თავადაც ხომ გესმით, რომ რაც უფრო კონკრეტულია მიზანი, მით უფრო ადვილია სამყაროსთვის მისი შესრულება, ან შესაძლოა უკეთესიც კი იყოს სხვა სურვილის ჩაფიქრება.


image


დაელოდეთ მომავალ მზარდ მთვარეს (ენერგეტიკულად ყველაზე ხელსაყრელია მე-7, მე-10, მე-11, მე-12 და მე-14 მთვარის დღეები) და შეუდექით კვლავ ჯადოქრობას, და რაც არ უნდა გაიღიმოთ ძვირფასო სკეპტიკოსებო და ამტკიცოთ რომ არანაირი მაგია არ არსებობს, და რომ ეს მხოლოდ თვითშთაგონებაა, იმედები უნდა გაგიცრუოთ, ვინაიდან მეთოდი რეალურად მუშაობს. 40 დღის შემდეგ, პლუს- მინუს, ჩაფიქრებული სურვილი მართლაც სრულდება, და ეს არაერთხელ მომხდარა.









0
321
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321