x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდ შეცდომებს უშვებენ, ამიტომაც წააგებენ"- ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

image


ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე, ირან-ისრაელის კონფლიქტის საქართველოსთან კავშირთან დაკავშირებით, სხვადასახვა წლებში მის საავტორო გაზეთსა და წიგნებში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილი ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"შეეხება თუ არა საქართველოს ირან-ისრაელის კონფლიქტი?


მეგობრებო, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეგახსენებთ ირან-ისრაელის ურთიერთობის შესახებ წარმოთქმული წინასწარმეტყველებების მცირე ნაწილს, რომლებიც მანამდე არაერთხელაა გამოქვეყნებული ქალბატონი ლელას საავტორო გაზეთშიც და მის წიგნებშიც.

‼️ნახეთ, რა მოჰყვება ისრაელისა და ირანის კონფლიქტს, რით დასრულდება იგი და რა ელის ამ პერიოდში საქართველოს.

‼️ P.S. მავან პოლიტიკოსს კი, რომელიც ისე ასაღებს ქართველი წინასწარმეტყველის ხედვებს ისრაელზე თავის მოსაზრებებად, რომ წარბსაც არ იხრის, ისევ მისდა სასიკეთოდ ვურჩევთ, შეწყვიტოს კოსმოსთან თამაში!!!

მკითხველებს კი მივმართავთ: თქვენ ნუ დაიძაბებით - ამ სიტყვების ადრესატი თავად ნახავს ჩვენს რჩევას



????1993 წელი, 20 აპრილი

ისრაელს ელის ძალიან მძიმე პერიოდი. ძალიან გაუჭირდება, ცეცხლოვან ბურთში მოექცევა...



????1993 წელი, 16 მაისი

ისრაელისა და ირანის სიტუაციები ძალიან დაიძაბება.

ირანში ბევრი ომებისთვისაა მომზადებული. ირანის მეთაური გამოიცვლება და მოდის დიდი შავი ძალა. აქედან დაიწყება და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ომს.



????2007 წელი, 18 სექტემბერი

ვხედავ, ისრაელს ძალიან გაუჭირდება. მუსლიმები მოულოდნელად შეუტევენ.

ისრაელის სათავეში მოდის „გენერალი“, სამხედრო პირი. მას უკან დახევა არ უყვარს – ომი უფრო მოსწონს. პოლიტიკურ ენას იარაღით ლაპარაკს ამჯობინებს. მოკლედ, ვაი არაბებს! ვაი მუსლიმებს!

ირანზე კი საერთოდ გაილაშქრებს. განაცხადებს, რომ იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და წარმოიდგინეთ, ვხედავ, მთელ ისრაელს აიყოლიებს.

ებრაელებს ძალიან გაუჭირდებათ. ეს „გენერალი“ ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს ისრაელს. მას ამერიკა კი მოიშორებს, მაგრამ ის დრო, სანამ მას ექნება ძალაუფლება, იქნება დიდი ჯოჯოხეთი ისრაელის ხალხისთვის.



????2011 წელი, 27 ივლისი

მომავალში ისრაელი მძიმე ბრძოლებს გადაიტანს, მაგრამ ისრაელის შვილები გაიმარჯვებენ!

ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს. მუსლიმებს დიდი ამბიციები იპყრობთ. ის შეიარაღება, რაც მათ გააჩნიათ, თვალებსა და გონებას უბრმავებთ. ისინი დიდ შეცდომებს უშვებენ, ვინაიდან მოწინააღმდეგის სიძლიერეს არ აღიარებენ. ამიტომაც წააგებენ.



????2011 წელი, 15 სექტემბერი

ამერიკა ირანს მაინც დაარტყამს. მიუხედავად რთული პოლიტიკური ვითარებისა მსოფლიოში, ამერიკა ირანს ძალიან მკაცრად უპირისპირდება.

ირანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ამერიკა აღარც დაფიქრდება და ერთ დილას დაბომბავს ირანს.

ყველა ფიქრობს, რომ ამერიკა მაინც ცივილური გზებით მიაღწევს მოლაპარაკებებს ირანთან, მაგრამ არ დაიჯეროთ. ვხედავ, რომ აუცილებლად დაარტყამს ირანს. დაიჯერეთ!



????2012 წელი, 7 ივლისი

ირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად მაშინ, როცა მისი მთავრობა ფიქრობს, რომ ამერიკა კი იმუქრება, მაგრამ ომების დაწყება არ სურსო.

ამერიკა დაარტამს ირანს, ვინაიდან ის სხვა გზას არ უტოვებს.

რუსეთი ამ დროს გართულია თავისი საშინაო საქმეებით, ტერიტორიების გადასინჯვაშია, საკუთარი ომები აქვს გაჩაღებული შიდა პოლიტიკაშიც და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთანაც.



????2012 წელი, 16 ნოემბერი

ნეთანიაჰუს აქეთ რომ ლექციას უკითხავენ სამშვიდობო მოლაპარაკებების თემაზე, როგორც კი ისრაელში ბრუნდება, იმავე წამს სამხედრო მოქმედებებს იწყებს.

ის მუდამ მზადაა პასუხისთვის, დამარტყეს და მეც იერიში მივიტანეო. ის არ დაინდობს არც ირანს.



????2013 წელი, 15 თებერვალი

ისრაელი დაუპირისპირდება ირანს — ეს გარდაუვალია! ებრაელები არავის არაფერს არ შეარჩენენ.

ებრაელები მომავალში ყველანაირ შეტევას გაუძლებენ, ყველანაირ ომს მოიგებენ საბოლოო ჯამში.



????2013 წელი, 24 მარტი

ვხედავ, ისრაელი მზადაა ირანზე თავდასასხმელად. მათი შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტთან, ევროკავშირთან — ეს არის დიდი ტყუილი, იმიტომ, რომ ისრაელი ირანს მაინც დაარტყამს. გაიგეთ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!



????2017 წელი, 11 მარტი

ყველაფერი მოიმართება ირანის წინააღმდეგ. ირანთან გატარებული რუსული პოლიტიკა მეტად ღია და უტვინო თამაშია. მაგრამ ირანი დაიჯერებს, რომ თვითონაც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და რუსეთთან ურთიერთობით კიდევ მეტი სიძლიერე ემატება.

ირანი ისეთ პოლიტიკას გაატარებს, სადაც დიპლომატიური ნაბიჯები არ არსებობს. რაღაცით რუსეთის პრეზიდენტს ბაძავენ. ეს მათი დასასრულია.

მე ნაწინასწარმეტყველები მაქვს, რომ ისრაელი ირანს დაარტყამს. ისინი წერტილოვან დარტყმებს განახორციელებენ ირანის იმ ადგილებზე, სადაც ბირთვული იარაღი აქვს და ერთ ეგზემპლიარადაც არ დაუტოვებენ.

სხვათა შორის, ირანი მარტო აღმოჩნდება ისრაელის, ანუ რეალურად ამერიკის პირისპირ — არცერთი მუსლიმური სახელმწიფო ირანს გვერდში არ ამოუდგება.



????2021 წელი 9 თებერვალი

ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობს და ამის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ ამერიკას, რომელიც ჰუმანური პოლიტიკის გატარებას სულაც არ ფიქრობს — პირდაპირ დაარტყამს ირანს. ამაში ჩაერთვება ისრაელიც და ეს ყოველივე დამთავრდება ამერიკული პოლიტიკის გამარჯვებით.

ვხედავ, როგორ ნადგურდება ირანის „ბირთვული პროგრამა“, მთლიანად წაიშლება. ვხედავ, ირანი ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩავარდება, ამერიკა კი გამარჯვების დროშას აფრიალებს.



????2024 წელი, 28 თებერვალი

ახლა მსოფლიოს უჭირს და კიდევ უფრო გაუჭირდება. ირანი და ისრაელი ვერ მორიგდებიან. ვხედავ, როგორ ბომბავს ირანი ისრაელის ერთ-ერთ ბაზას, მაგრამ ირანი ისრაელს ვერ მოერევა.

თეირანი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მას აღარც რუსეთი უთანაგრძნობს და ყველა ხელშეკრულება, რომლებსაც დადებენ, იქნება ანულირებული.

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ომი ჰესბოლასთან, ვპასუხობ: ეს ომი უკვე დაწყებულია!

თუმცა მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე: ისრაელი მოექცევა ცეცხლის ბურთში, მაგრამ ღმერთი არ გასწირავს ისრაელის შვილებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისრაელი ყველანაირ ცეცხლოვან წრეს და ყველანაირ საშინელ ძალას მოერევა.

????????????????????????და ყველაზე მთავარი ჩვენთვის - საქართველოს მოსახლეობისთვის:



????1994 წელი, 5 მაისი

მსოფლიო მომავალში აირევა. მუსლიმები ცეცხლითა და მახვილით მოდიან — ქვას ქვაზე არ დატოვებენ...

ჩემი საქართველო კი ჩაკეტილია. ღვთის დაცვით რკალს ვერავითარი მიწიერი ძალები ვერ გაარღვევს. ეს იქნება უდიდესი სასწაული!!!

რასაც ვწინასწარმეტყველებ, ყველაფერი ასრულდება და მიხვდებით, თუ რა ძვირფასი ინფორმაცია მოგაწოდეთ.



????2008 წელი, 25 ივლისი

ვხედავ, უფალი და მთელი კოსმიური ენერგიები შენთანაა, ჩემო საქართველოვ!

ვხედავ, საქართველო იმარჯვებს!

ვხედავ, გადავრჩებით იმ ძნელბედობის ჟამსაც, როცა მსოფლიოს ქვეყნები დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან.

იწყება ომები — დიდი ომები, და საქართველო გადარჩება.

საოცარია, როცა მსოფლიო აირევა, საქართველო მაშინ წყნარდება; როცა დიდი ომია, საქართველოში სიმშვიდეა.



???? 2014 წელი, 24 აპრილი

როცა იწყება დიდი ომები, საქართველო მაშინ მშვიდდება.

საქართველო დაცულია!

საქართველო ამ ომებში არ გაეხვევა!


პირიქით, ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა და ევროპა გაატარებენ, საქართველოს პოლიტიკაზე დაასხამს წყალს."- ვკითხულობთ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე.








0
2512
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2512